„აღარც პავლე გვყავს მედროგე, ხვალ ვინ გვიმღერებს ვინ იცის...“ - დათო ევგენიძე

დათო ევგენიძე

მუსიკოსმა დათო ევგენიძემ მომღერალ და მსახიობ ბუბა კიკაბიძეს ლექსი მიუძღვნა:

“ბუმბერაზები წავიდნენ

დაპატარავდა თბილისი…

აღარც პავლე გვყავს მედროგე

ხვალ ვინ გვიმღერებს ვინ იცის

არ დაიდარდო რადგანაც-

ის ჩვენ გულებში დარჩება

სიკდილი მხოლოდ ხიდია-

მწამს სიყვარული არ ცვდება…

ასწლეულები ჩაივლის

ვინ დაივიწყებს იმ კინოს-

ისევ სიყვარულს დაეძებს

შეყვარებული მიმინო…”- წერა ევგენიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ბუბა კიკაბიძეს 19 იანვარს დაკრძალავენ.