500, 700 და 800 ლარი ოჯახებს - ცნობილია ვინ მიიღებს ერთჯერად დახმარებას
1790855264
ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეს 19 იანვარს დაკრძალავენ.
ოჯახის წევრებისა და ახლობლების ინფორმაციით, ვახტანგ კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდები 17 და 18 იანვარს სავარაუდოდ ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართება.
19 იანვარს კი ვახტანგ კიკაბიძეს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გამოასვენებენ.
ახლობლების ინფორმაციით, ვახტანგ კიკაბიძეს, საკუთარი ანდერძის მიხედვით, ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ.
მომღერალი, კინომსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, საქართველოს სახალხო არტისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა.