ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც „გოცირიძის“ და „ვარკეთილის“ მეტროსადგურების სამუშაოებს ახორციელებს

მეტრო

მეტროსადგურის „გოცირიძე“ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგვიანების გამო, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მამისონი“ 600 ათას ლარამდე დაჯარიმდა. ამის შესახებ განცხადება დღეს დედაქალაქის მერმა და ვიცე-მერმა გააკეთეს.

მათივე ცნობით, სწორედ აღნიშნული კომპანიაა გამარჯვებული „ვარკეთილის“ მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოცხადებულ შესყიდვაში.

„შპს „მამისონს“ მეტროსადგურ „გოცირიძესთან“ დაკავშირებით სოლიდური ჯარიმა აქვს გამოწერილი 600 ათას ლარამდე. მნიშვნელოვანი დაგვიანება აქვს. უკვე დაახლოებით, 4-5 თვეა დაგვიანება, რაც მიუღებელი და ძალიან ცუდია, რადგან საქმე ეხება მეტროსადგურს, რომელიც ამის გამო მგზავრებს ვერ ემსახურება. 

რაც შეეხება „ვარკეთილის“ მეტროსადგურში სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია იქაც „მამისონია“, ამასთან დაკავშირებით სჯობს მერს დაუსვათ კითხვა. ცხადია გარკვეული გადაწყვეტილებები იქნება მისაღები ამ კომპანიასთან მიმართებით,“- აღნიშნა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ... ნახეთ სრულად