VIDEO: „უბრალოდ ვოცნებობ, ნეტავ ასე მოხდეს და ყველაფერი მართლაც ხდება“ - ნანუკა გულუას წარმატების ფორმულა

ნანუკა გულუა

მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა წარმატების მიღწევის საინტერესო ფორმულას გვიზიარებს.

“მე უბრალოდ ვოცნებობ, ნეტავ ასე მოხდეს ჩემს ცხოვრებაში და ყველაფერი მართლაც ეგრე ხდება..მე საერთოდ არ მისწავლია თეატრალურში, ისე მოვხვდი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სერიალში, რაც ბევრი მსახიობის ოცნება იყო. ყველაფერი რაზეც ვიოცნებე, ქარტეხილების გარეშე მოვიდა ჩემს ცხოვრებაში.

ჩემი დაკვირვებით, თუ მთელი არსებით ოცნებობ რაღაც კონკრეტულ მიზანზე და შენ ხარ კეთილი ადამიანი, არ ხარ ბოღმიანი და შურიანი, აუცილებლად მიაღწევ”, – საუბრობს ნანუკა გულუა “იმედის” ეთერში.