VIDEO: კადრები, რომელსაც ეთერში ვერ ნახავთ - როგორ ერთობიან ნანუკა და ჰალილი სერიალს მიღმა

ნანუკა და ჰალილი

თურქული სერიალის „სხვისი შვილი“ ქართველი ვარსკვლავი, ნანუკა სტამბოლიშვილი სამშობლოს არც როლის შესრულებისას ივიწყებს.

ფაქტობრივად, ყოველ მესამე სერიალში ქართველი მსახიობი საქართველოზე, ქართულ ტრადიციებზე და კულტურაზე საუბრობს, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენია მაყურებელს

„იშვიათი, შავი გედი ხარ, ნანუკა. მეძვირფასება შენი მეგობრობა“.

„სილამაზე, ქარიზმა, პრესტიჟი, სიმპათიური და მშვენიერი ყოფნა, ყველა ერთად გამოიყურებოდა, ულამაზესი ნანუკა“.

„ჩემო საოცარო, ჩემო სიყვარულო, ძვირფასი განძი ხარ ჩემი. გულს უხარია შენი დანახვა. სულს მითბობს შენი გულწრფელი ღიმილი“,- ვკითხულობთ კომენტარებში.

ნანუკა სერიალში ძიძის როლს თამაშობს. ოჯახში შურისძიების მიზნით შევიდა, რათა საკუთარი ძმის მკვლელი გაესამართლებინა, თუმცა ირკვევა, რომ მას მახე დაუგეს და ნახევარძმის მსხვერპლი აღმოჩნდა. ნანუკას გმირს ბევრი დარდის და ნერვიულობსი გადატანა მოუხდა. ქართველი მაყურებლის ნაწილი ნანუკას ამ მადგომარეობას განიცდის და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოებში წერენ, რომ დატოვოს თურქეთი და სამშობლოში დაბრუნდეს.

თუმცა, ცხადია, ეს სერიალია და ნანუკა ძალიან ბედნიერია კადრს მიღმა.