1733256870
კაცი, რომელიც არასდროს იცინის - ნანუკა სტამბოლიშვილის თურქი პარტნიორის პირადი ცხოვრება და სიყვარული
თურქული სერიალების მოყვარულებს ახალი ფავორიტი მსახიობი ჰყავთ. სერიალი, რომელშიც ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი თამაშობს, მსოფლიოსა და საქართველოში უკვე მოიპოვა პოპულარობა.
საქართველოში სერიალს „სხვისი შვილების“ სახელით იცნობენ. მთავარ როლს ჰალილთან ერთად ქართველი მსახიობი, ნანა სტამბოლიშვილი ასრულებს.
35 წლის ჰალილი მომღერალი, კომპოზიტორი, ფოტომოდელი და ფოტოგრაფია. ის სტამბოლში დაიბადა. 2007 წელს თურქეთის საუკეთესო მამაკაცის მოდელის ტიტული მიიღო.
2009 წლიდან მან საკუთარი სიმღერების გამოქვეყნება დაიწყო, ამის შემდეგ კი მისი წარმატება უფრო გაიზარდა.
რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, მსახიობი დაქორწინებული არ არის. დადასტურებული არც ისაა, ჰყავს თუ არა მას ვინმე რჩეული, თუმცა თურქული მედია წერს, რომ მას სასიყვარულო ურთიერთობა აქვს სერიალში მისსავე პარტნიორ, სილა თურქოღლუსთან. ისინი სოციალურ ქსელშიც ხშირად აქვეყნებენ საერთო ფოტოებს.
ჰალილის გმირი სერიალში მკაცრი გამომეტყველებით გამოირჩევა და არასდროს იღიმის. ცოტა ხნის წინ მსახიობმა „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს აჩვენა, რომ მას გაღიმებაც შეუძლია.