VIDEO: რა მოხდა მას შემდეგ, რაც ქართველმა გოგომ ბერძნული Voice-ს ოთხივე ჟიური შემოატრიალა - დოდონამ სცენაზე ცეცხლი დაანთო

დოდონა კონკურსში

21 წლის ქართველმა გოგონამ ბერძნული Voice-ს სცენაზე ნამდვილი ცეცხლი დაანთო. მან არაჩვეულებრივად შეასრულა არა მხოლოდ უცხოური სიმღერა, არამედ თავად ჟიურის წევრების თხოვნით, ქართულადაც იმღერა და ყველა ემიგრანტის გული ემოციებით აავსო. საკის რუვამ აღნიშნა, თუ როგორი რთულია ქართული სიმღერები

21 წლის დოდონას გულის მოსაგებად ჟიურის წევრებს შორის ნამდვილი ბრძოლა გაიმართა, თუმცა, მან საბოლოოდ კონსტანტინოს არგიროს გუნდში წასვლა ისურვა.

მენტორისთვის ქართველი გოგონას გადაწყვეტილება დიდი პატივი იყო, ხოლო ჟიურის დანარჩენმა წევრებმა მისი “დაკარგვით” გამოწვეული ემოციები ვერ დამალეს.