PHOTO: ნუცა ბუზალაძის შეყვარებული შეიხია? – ნახეთ რა წარმოუდგენელ საჩუქრებს უკეთებენ ქართველ მომღერალს

ნუცა

ქართველი მომღერალი, ნუცა ბუზალაძე რამდენიმე თვეა, დუბაიში იმყოფება. მისი კარიერული წინსვლიდან გამომდინარე, ცხადია, საზოგადოების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. საუბრობენ ბევრს - როგორც კარგ, ისე დაუზუსტებელ ფაქტებსაც კი. ერთ-ერთ ინტერვიუში კი განიხილავს ჭორებს, რომელიც მისი მიმართულებით აგორდა. 

გთავაზობთ ამონარიდს ჟურნალი „სარკეს“ ინტერვიუდან:

– ისედაც ბევრს ჭორაობდნენ თქვენზე, რომ დუბაის შეიხზე იყავით შეყვარებული. ახლა იქ გადასვლა უფრო მეტად გაამყარებს ჭორებს.

– სულ მაგას ვამბობ, იჭორაონ, იჭორაონ! იქნებ მართლა გავიცნო ან შეიხი, ან პრინცი. ჯერჯერობით ნამდვილად არ გამიცნია ასეთი ვინმე.

– თაყვანისმცემლები მაინც გამოგიჩნდებოდნენ დუბაიში, თავისი ძვირფასი საჩუქრებით.

– ერთი უცნაურობა დავაფიქსირე დუბაიში, სრულიად უცნობი ადამიანები მიგზავნიან საჩუქრებს და ბოლომდე ინკოგნიტოდ რჩებიან. კონცერტის შემდეგ მხვდება საჩუქრები და არასდროს ვიცი, ვისგან. ყვავილები ყველაზე ბანალურია. სასმელიც გამოუგზავნიათ, „კარტიეს“ სამაჯურიც დაუტოვებიათ, საყურეც. იმ თეატრში, სადაც ვმუშაობ, მენეჯერი მკაცრად მყავს გაფრთხილებული, რომ ჩემამდე არავინ მოვიდეს, ამიტომ მხოლოდ საჩუქრებს ტოვებენ.