VIDEO: „კი ვირუსი ხარ, თანაც როგორი“ - ნანუკამ ჰალილი ქართულად აალაპარაკა

ნანუკა და ჰალილი

თურქული სერიალის „სხვისი შვილი“ ქართველი ვარსკვლავი, ნანუკა სტამბოლიშვილი სამშობლოს არც როლის შესრულებისას ივიწყებს.

ფაქტობრივად, ყოველ მესამე სერიალში ქართველი მსახიობი საქართველოზე, ქართულ ტრადიციებზე და კულტურაზე საუბრობს, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენია მაყურებელს.

სილამაზე, ქარიზმა, პრესტიჟი, სიმპათიური და მშვენიერი ყოფნა, ყველა ერთად გამოიყურებოდა, ულამაზესი ნანუკა“.

„ჩემო საოცარო, ჩემო სიყვარულო, ძვირფასი განძი ხარ ჩემი. გულს უხარია შენი დანახვა. სულს მითბობს შენი გულწრფელი ღიმილი“,- ვკითხულობთ კომენტარებში.

ნანუკა სერიალში ძიძის როლს თამაშობს. ოჯახში შურისძიების მიზნით შევიდა, რათა საკუთარი ძმის მკვლელი გაესამართლებინა, თუმცა ირკვევა, რომ მას მახე დაუგეს და ნახევარძმის მსხვერპლი აღმოჩნდა. 

ნანუკა სერიალში ქართულად ხშირად ლაპარაკობს, რის გამოც სერიალის მთავარი გმირი იამიანი ღიზიანდება. თუმცა, აღმოჩნდება, რომ ქართულ სიტყვებს ისიც იმახსოვრებს და „გუგლ-თრანსლეითით“ თარგმნის.

ნახეთ სახალისო ეპიზოდი: