აშშ-ის დელეგაცია ირანთან ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებას პარასკევს გამართავს

აბას არაღჩი

 ამერიკული დელეგაცია პარასკევს ირანთან ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებას გამართავს. ცნობას AXIOS-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი, 6 თებერვალს სტამბოლში შეხვდებიან.

გამოცემის ცნობითვე, შარშანდელი 12-დღიანი ომის შემდეგ მოლაპარაკების ჩაშლიდან, ეს შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის პირველი პირდაპირი კონტაქტი იქნება.