979 აბ "ემდიემაის" სხეულში მალავდა, 47 კაფსულა "პრეგაბალინი" კი წებოვანი ლენტით, ყელზე ჰქონდა შემოხვეული - თურქეთის 44 მოქალაქე საზღვრის კვეთისას დააკავეს

979 აბ ემდიემაი

979 აბ "ემდიემაის" სხეულში მალავდა, 47 კაფსულა "პრეგაბალინი" კი წებოვანი ლენტით, ყელზე ჰქონდა შემოხვეული. ამ მეთოდით მოჰქონდა თურქეთის მოქალაქეს საქართველოში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი.

საზღვრის გადმოკვეთისთანავე, 44 წლის ჯემ ქუჩუქფიდარჯს სამართალდამცველებმა ხელბორკილები დაადეს.

დაკავების ღონისძიება სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ჩატარდა.

"კურიერის" ინფორმაციით, 44 წლის მამაკაცი საზღვარზე ფეხით მივიდა, თან ჰქონდა მცირე ზომის ჩანთა. თურქეთის მოქალაქე მებაჟე ოფიცრებმა გადაამოწმეს. გაირკვა, რომ სხეულის სხვადასხვა ადგილში მას ნარკოტიკი ჰქონდა დამალული.

დანაშაულის ფაქტზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ. 979 აბი "ემდიემაი" და 47 კაფსულა "პრეგაბალინი" ნივთმტკიცების სახით ამოიღეს და თურქეთის მოქალაქე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ჩატარებულ ღონისძიების დეტალებზე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადებაც გაკეთდა.

თურქეთის მოქალაქეს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. უცნობია, აღიარებს თუ არა ის ბრალს 44 წლის მამაკაცი - "კურიერი" მის ინტერესების დამცველს დაუკავშირდა, თუმცა ადვოკატმა დეტალებზე საუბარი არ ისურვა.