„აფეთქების დროს დაშავდა, პატარა გულმა ვეღარ გაუძლო და გარდაიცვალა...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

ბავშვი

თბილისის N85 სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. 

„სსიპ-ქალაქ თბილისის N85 სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი სკოლის პირველკლასელი მოსწავლის მანანა მეგრელიშვილის გარდაცვალების გამო.

პატარა მანანა დიდი სიხარულით, ოცნებებითა და გაცისკროვნებული თვალებით მორბოდა 15 სექტემბერს სკოლაში, მაგრამ ეს სასწავლო წელი მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, მანანა და მისი დედა გაზის აფეთქების დროს დაშავდნენ, ბავშვის პატარა გულმა ვეღარ გაუძლო და გარდაიცვალა. სასკოლო საზოგადოება ვუსამძიმრებთ მანანას ოჯახს, ახლობლებს ამ უდიდეს ტრაგედიას. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი პატარა ანგელოზს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.