1769975663
ძლიერი თოვლი, ზღვაზე შტორმი... - როდიდან უნდა ველოდოთ ამინდის გაუარესებას
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში უახლოესი დღეების ამინდის შესახებ წერს.
„2 თებერვალს- დასავლეთში, ხოლო - 3 ში აღმოსავლეთ საქართველოში არსებულთან შედარებით მნიშვნელოვნად დათბება, რაც წინაპირობა იქნება მორიგი უამინდობის დასაწყისის.დასავლეთ საქართველო3 თებერვალს ამინდი მკვეთრად გაუარესდება:• დაბლობში მოსალოდნელია წვიმა;• დასავლეთის ქარი გაძლიერდება 20-25 მ/წმ-მდე;• ტემპერატურა დაიკლებს;• ზღვაზე შეინიშნება შტორმული სიტუაცია;• მთიან რეგიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა.აღმოსავლეთ საქართველოუამინდობა ძირითადად ქარში გამოიხატება:• 3 თებერვლის საღამოდან და 4 თებერვლის ღამით დედაქალაქში გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის ქარი, სიჩქარით 22-27 მ/წმ.• ტემპერატურა ისევ დაიკლებს“ - წერს მეტეოროლოგი.











