The Wall Street Journal: აშშ სამაშველო ოპერაციას ატარებს ირანის თავზე გამანადგურებლის ჩამოვარდნის შემდეგ

სამხედრო თვითმფრინავი

ირანის ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, ეკიპაჟის წევრების გადასარჩენად სამძებრო ოპერაცია დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინფორმირებული წყაროების ცნობით, ეს არის ომის დაწყებიდან პირველი დადასტურებული შემთხვევა, როდესაც აშშ-ის გამანადგურებელი ქვეყნის შიგნით ჩამოვარდა.

ირანის სახელმწიფო მაუწყებელმა IRIB-მა პარასკევს დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ცენტრალურ ირანში ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავი ამოიღეს მიზანში.

ირანის უშიშროების სამსახურებთან დაახლოებულმა სააგენტო Fars News-მა კი გამოაქვეყნა ფოტომასალა, რომელზეც, მათი მტკიცებით, ჩამოგდებული თვითმფრინავის ნამსხვრევებია ასახული.