1769975663
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ემიგრანტებისთვის - ცნობილია ქვეყანა, რომელიც მათთვის ლეგალიზაციას ამარტივებს
ესპანეთის მთავრობამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც საშუალებას აძლევს დაახლოებით 500 000 არაალეგალურ მიგრანტს, მიიღოს ცხოვრებისა და მუშაობის კანონიერი უფლება. ეს ნაბიჯი მიგრაციის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებაა ბოლო წლების განმავლობაში.
ესპანეთის მთავრობამ პროგრამის დაწყების შესახებ სამშაბათს, 27 იანვარს, გამოაცხადა. ინტეგრაციის, სოციალური დაცვისა და მიგრაციის მინისტრ ელმა საისის განცხადებით, ეს ზომა 500 000-მდე ადამიანს შეეხება. პროგრამა განხორციელდება მიგრაციის კანონმდებლობაში სწრაფი ცვლილებების გზით, რათა გვერდი აუარონ პარლამენტში გაჩერებულ ანალოგიურ კანონპროექტს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.
როგორ მიიღო გადაწყვეტილება მთავრობამ
გადაწყვეტილება მიღებულია ე. წ. სამეფო დადგენილებით (Real Decreto) – მთავრობის აღმასრულებელი აქტით, რომელსაც ფორმალურად მეფე აწერს ხელს, თუმცა რეალური პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება. ეს მექანიზმი გამოიყენება მაშინ, როცა მთავრობას უნდა სწრაფად გაატაროს მნიშვნელოვანი ცვლილებები სრული საპარლამენტო პროცედურის გავლის გარეშე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა პარლამენტში მყარი უმრავლესობა არ აქვს, ხოლო კანონის მისაღებად სხვა საპარლამენტო ფრაქციების მხარდაჭერის გარანტიები არ არსებობს.
ამრიგად, ესპანეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, არალეგალური მიგრანტების სტატუსი გადაიხედოს და მათ ცხოვრების, დასაქმებისა და ეკონომიკაში ჩართვის ლეგალური შესაძლებლობები მიეცეთ.
ვის შეეხება ლეგალიზაცია
რეგულარიზაციის პროცესში ჩართვა შეუძლიათ იმ ადამიანებს, რომლებიც შემდეგ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ:
იმყოფებოდნენ ესპანეთში, სულ მცირე, 5 თვის განმავლობაში 2025 წლის 31 დეკემბრამდე;
არ აქვთ კრიმინალური ისტორია;
2025 წლის 31 დეკემბრამდე უკვე შეტანილი აქვთ თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადი. ვრცლად












