„თურქეთში 30 ანიმატორი ერთად ვცხოვრობდით, ეს მოგონებები ახლა ამომიტივტივდა...“ - გაიცანით „პრაიმ ჰაუსის“ კიდევ ერთი მონაწილე

გიორგი დიასამიძე

„პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონს კიდევ ერთი მონაწილე, 34 გიორგი დიასამიძე შეუერთდება. 

როგორც „პრაიმტაიმთან“ ამბობს, არის კომუნიკაბელური, მხიარული, აქტიური და უყვარს გართობა.

პროფესიით შოუმენი, წამყვანი და მიუზიკლების ქორეოგრაფი ვიყავი თურქეთში. თანამედროვე ცეკვებსაც ვცეკვავდი. თურქეთში 2008 წელს ანიმატორად მუშაობა შემომთავაზეს, სადაც 2-3 წელი ვიმუშავე. მალევე მივხვდი, რომ შემეძლო, ჩემით შემექმნა ჯგუფი, ამეღო სასტუმრო და უფროსი ვყოფილიყავი. უკრაინიდან, რუსეთიდან და საქართველოდან ჯგუფი შევკარი, იყვნენ მოცეკვავე-მსახიობები... დღის პროგრამები მქონდა, თამაშები, გართობები, საღამოს ივენთები, ვიყავი წამყვანი, დიდ სცენაზე გამოვდიოდი. შემდეგ ჩამომყავდნენ საფრანგეთიდან, ბრაზილიიდან, კუბიდან მოცეკვავეები და სხვადასხვა სასტუმროში ვასაქმებდი, ასევე, ზოგი ანიმატორი ჩემთან მუშაობდა. ამ სფეროში 9 წელი ვიყავი. 

უცბად, რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი და საქართველოში წამოვედი. ძალიან გადავიტვირთე, ძალიან დავიღალე, დღეში 2 საათი მეძინა ხოლმე. აქ სასტუმროს მენეჯმენტში შემომთავაზეს მუშაობა. შემდეგ ჰოლანდიურ კომპანიაში გადავერთე, უფროსი ვიყავი... თურქეთში 30 ანიმატორი ერთად ვცხოვრობდით, ეს მოგონებები ახლა ამომიტივტივდა და „პრაიმ ჰაუსში“ მონაწილეობა გადავწყვიტე. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა. რაც ვარ, ის ვიქნები. “ - ამბობს გიორგი დიასამიძე „პრაიმტაიმთან“.

შეგახსენებთ, „პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონი 6 მარტიდან, „რუსთაი 2-ზე“ დაიწყება.