წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1747244812
ჩინეთში კაცმა შეყვარებული მიატოვა იმის გამო, რომ მისი ტელეფონი სასტუმროს Wi-Fi-ს ავტომატურად მიუერთდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, წყვილი სასტუმროში დასასვენებლად შესახლდა. მანამდე კაცმა თავის შეყვარებულს, ლის ჰკითხა იყო თუ არა ის ადრე ამ სასტუმროში ნამყოფი, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო, თუმცა სანამ წყვილი რეგისტრაციას გადიოდა, ლის სმარტფონი ადგილობრივ Wi-Fi-ს მიუერთდა.
ამის შემდეგ კაცმა ლი ღალატში დაადანაშაულა, სასტუმრო დატოვა და შეყვარებულის ნომერი დაბლოკა. ლიმ კი გაარკვია, რომ ადრე ის იმავე ქსელის სხვა სასტუმროში იყო ნამყოფი, ინტერნეტთან მიერთების პაროლი კი სასტუმროს ყველა ფილიალში ერთნაირია.
ქალმა ამ ისტორიის შესახებ მედიასთან ისაუბრა, რათა დაემტკიცებინა, რომ ყოფილისთვის არ უღალატია, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ მასთან შერიგებას არ აპირებს, რადგან კაცს ნდობასთან სერიოზული პრობლემები აქვს.