წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

წყალი შეწყდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

„ხვალ, 15 მაისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მთაწმინდის რაიონში, 05 ვ.ბარნოვის ქ.N28-თან წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, 15 მაისს საღამოს 23:00 საათზე დაიწყებენ და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 15 მაისს, საღამოს 23:00 საათიდან 16 მაისის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

მთაწმინდის რაიონში: ბარნოვის, ჯანაშიას, თარხნიშვილის, გუდაურის, ერეკლე ტატიშვილის, ზანდუკელის N 30-40 (ლუწებს), N 19-29 (კენტებს), კერესელიძის N 4-6, კოტე მაყაშვილის N 1-7 (კენტებს), N 2-6 (ლუწებს) ქუჩებს.

ხვალ, 15 მაისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გლდანის რაიონში, თავისუფლების ქ. N32-თან, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, 15 მაისს საღამოს 23:00 საათზე დაიწყებენ და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 15 მაისს, საღამოს 23:00 საათიდან 16 მაისის დღის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

გლდანის რაიონში: ზაჰესში: თავისუფლების და კეცხოველის ქუჩებს.

ხვალ, 15 მაისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში, მარნეულის გზატკეცილი N36-ის

მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, 15 მაისს საღამოს 22:00 საათზე დაიწყებენ და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 15 მაისს, საღამოს 22:00 საათიდან 16 მაისის დღის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

კრწანისის რაიონში:

რუსთავის გზატკეცილი N48-54(ლუწები), N247-271(კენტები); მარნეულის ქუჩა; ვაგზლის ქუჩა(სადგურის ქუჩა იგივე); ღოღობერიძის ქუჩა; ზემო ფონიჭალა, ფონიჭალის 3 მ/რ-ს N2-30 (ლუწებს); სურგულაძის, ბესარიონ ლომინაძის; ანდრო ჟორდანიას (შესახვევებით და ჩიხებით); ამირან და ვახტანგ კაპანაძეების; სპირიდონ ვირსალაძის; ფირუზ მოსიძის; იური დავითაიას, გია ბერუაშვილის; სოფელი ჭალას; სოფელი ფონიჭალას; სოფელი კრწანისს; გიგანტის დასახლებას; აჭარლების დასახლებას; სვანების დასახლებას; ყოფილი ზოოვეტის დასახლებას; თელეთის დასახლებას; სოფ. თელეთს, სოფ. კუმისს და სოფ. წალასყურს;

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.