სერგეი ლავროვი სტამბოლში დაგეგმილ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს - მედია

ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი არ მიიღებს მონაწილეობას რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში, რომლებიც დაგეგმილია 15 მაისს სტამბოლში. ამის შესახებ იუწყება „კომერსანტი“ წყაროს მითითების გარეშე. სხვა დეტალებს გაზეთი არ ასახელებს.

ვინ წარმოადგენს რუსეთს სტამბოლის მოლაპარაკებებზე, ჯერჯერობით უცნობი რჩება.

14 მაისის ბრიფინგზე რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი ჯერ არ არის მზად, დაასახელოს რუსული დელეგაციის შემადგენლობა, რადგან ვლადიმერ პუტინს ჯერ არ მიუცია შესაბამისი მითითებები.