თბილისის აეროპორტში, უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგში, 12 კილოგრამამდე მარიხუანა და 2 კილოგრამი ჰაშიში აღმოაჩინეს

მო

თბილისის აეროპორტში, უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - 12 კილოგრამამდე მარიხუანა და 2 კილოგრამი ჰაშიში აღმოაჩინეს. სამართალდამრღვევ მოქალაქეს სამგზავრო ჩანთაში, ნივთიერებები 34 შეკვრად დაფასოებულ ჰერმეტულ შეფუთვებში ჰქონდა გათავსებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 262-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.