1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბრიტანეთის მოქალაქეს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. 19 წლის ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს.
ადვოკატი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, თუმცა პროკურორმა მიმალვისა და ახალი დანაშაულის საშიშროების გამო პატიმრობა მოითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
გამოძიების ცნობით, ,,თბილისის აეროპორტის“ საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინეს.
გამოძიების ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ნარკოტიკული საშუალება სამგზავრო ჩანთაში ჰქონდა. დანაშაული 20 მდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.