1747257015
ნიდერლანდების მედიის ცნობით, აშშ ეწინააღმდეგება ჰააგაში, NATO-ს სამიტზე ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევას

აშშ ეწინააღმდეგება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევას NATO-ს სამიტზე, რომელიც ჰააგაში 24-25 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდების მედია NATO-ში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან როგორც ცნობილი ხდება, ზელენსკის NATO-ს სამიტზე შესაძლო მიწვევის საკითხი განიხილება 15 მაისს თურქეთში დაგეგმილი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის კულუარებში.
„NATO-ში წყაროები იუწყებიან, რომ აშშ ეწინააღმდეგება ზელენსკის ჩასვლას მომავალ თვეს დაგეგმილ სამიტზე. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას არ მოსწონს ეს იდეა, ნაწილობრივ ორ ლიდერს შორის დაძაბული ურთიერთობების გამო“, – წერს ნორვეგიული მედია.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ზელენსკის NATO-ს სამიტზე მიწვევაზე უარი იქნებოდა „დიპლომატიური კატასტროფა ნიდერლანდებისთვის, რომელსაც ვერავინ გაამართლებდა“.