VIDEO: დვალიშვილმა რუსი მეტოქე ტრავმირებული ხელით დაამარცხა - ნახეთ კადრები, როგორ გამოიყურება მისი ხელი ახლა

დვალიშვილი

რუს მებრძოლთან შეხვედრამდე 2 კვირით ადრე მერაბ დვალიშვილმა მარცხენა ხელზე ტრავმა მიიღო და შემდგომ პერიოდში ერთი ხელით ვარჯიშობდა - ამის შესახებ ქართველი „მანქანა“ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერს.

დვალიშვილის თქმით, უშუალოდ ბრძოლის დროს ის ტკივილს აიგნორებდა, დაზიანებულ მტევანზე დისკომფორტს კი ამ დრომდე გრძნობს.