VIDEO: „კვარაცხელიას და დვალიშვილის გვერდზე რომ მოგიაზრებენ, ამაზე მაგარი რა უნდა იყოს?!“ - დოდონა ნამორაძის ემოციები ბერძნულ „ვოისში“ მონაწილეობის შემდეგ

დოდონა კონკურსში

ქართველი მომღერალი დოდონა ნამორაძე, რომელიც ბერძნულ „ვოისში“ იღებდა მონაწილეობას, სამწუხაროდ, პროექტის გამარჯვებული ვერ გახდა.

თუმცა, დოდონამ ფინალში შესანიშნავად იმღერა.

ის ჟიურის და მსმენელის წინაშე სიმღერით I put a spell on you წარდგა.

დოდონა ნამორაძე ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრა.

მომღერალი ამბობს, რომ ქართველებისგან ძალიან დიდი სიყვარული მიიღო:

„დამბურძგლა! ასეთი სიყვარული საოცრებაა. კვარაცხელიას და დვალიშვილის გვერდზე რომ მოგიაზრებენ, ამაზე მაგარი რა უნდა იყოს?! მიმიღწევია იმისთვის, რისთვისაც ღირს ცხოვრება. რასაც გავცემ ჩემი ქვეყნის სიყვარულში, ის რომ მიბრუნდება, ამაზე მაგარი რა უნდა იყოს?“,- ამბობს მომღერალი. 

სტატიის სხვა ვებგვერდზე გამოქვეყნება აკრძალულია რედაქციასთან შეთანხმების გარეშე