„მაქსიმალურად შევეცდები, ყველა გულშემატკივარმა შეძლოს, ცოცხლად ნახოს თამაში...“ - კვარას გულშემატკივრებს ეს ინფორმაცია დააინტერესებთ

არველაძე - კვარაცხელია

შოთა არველაძე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ დღეს თუ მის გარშემო რამე ხდება, ყველაფერი კარგია. ეს სიტყვები ქართველმა ფეხბურთელმა ტვ.პირველის ეთერში განაცხადა.

არველაძე გეგმავს, რომ მისი ფონდის დახმარებით გულშემატკივრები კვარაცხელიას თამაშებზე ჩაიყვანოს, რადგან სტადიონზე ყოველთვის სხვა ემოციებია.

„მაქსიმალურად შევეცდები რომ ყველა გულშემატკივარმა შეძლოს, რომ ცოცხლად ნახოს თამაში...

დღეს თუ რამე კარგი ხდება, მის ირგვლივ არის. ძალიან ბევრ ადამიანს აბედნიერებს. ცოტა არაორდინარული გადაწყვეტილებები აქვს, რაც გაოცებს. ცოტა რთულად დასანახია, რის გაკეთებას აპირებს და ეს ხალხს აოცებს. პირველ თამაშზე როდესაც გოლი შეაგდო, მაგ დროს ერთი სხვა პასი გააკეთა და მივწერე მე მას, რომ ის პასი უფრო ფასობს-თქო.

ასე არ ვიცნობ, თუმცა კომუნიკაცია მაქვს და ყოველთვის მინდოდა, რომ წარმატებული ყოფილიყო. მე და მამამისი ერთად ვთამაშობდით, ძმა ჰყავს პატარა ასეთივე ნიჭიერი. მინდა ბევრმა ნახოს მისი ეს წარმატება“,- ამბობს შოთა არველაძე დიანა ტრაპაიძესთან გადაცემაში.