ცნობილია, რამდენი გადაუხადა „ნაპოლიმ“ „დინამო ბათუმს“ ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ

კვარა

„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ თქვა, რამდენი გადაუხადა ნეაპოლიტანურმა კლუბმა „დინამო ბათუმს“ ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ.

როგორც ჯუნტოლიმ Corriere dello Sport-თან ინტერვიუში აღნიშნა, პირველად ხვიჩას თამაში მან პირადად ლოკდაუნის დროს ნახა.

„ის 19 წლის იყო, მაგრამ უკვე ძალიან კარგი იყო ბურთთან. მას გატუზოსთან ერთად ვაკვირდებოდით და მახსოვს, რომ დავურეკეთ კალაძეს, რათა კვარაცხელიას შესახებ მეტი გაგვეგო. ის ყაზანის „რუბინში“ თამაშობდა, მაგრამ ისინი 30 მილიონს ითხოვდნენ, ამიტომ ჩვენ გავედით მოლაპარაკებებიდან. როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, ხვიჩა საქართველოში დაბრუნდა, ამიტომ ჩვენ სწრაფად ვიმუშავეთ და ის 10 მილიონ ევროდ შევიძინეთ. ხვიჩას ტრანსფერში „რომას“, „იუვენტუსს“ და „რეალ სოსიედადს“ დავასწარით“, - განაცხადა ჯუნტოლიმ.