ჰაერში აიტაცა და დოჰიოდან გადადგა - ტოჩინოშინის ბრწყინვალე გამარჯვება 

ტოჩინოშინი

35 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა, რომელიც იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში მიმდინარე კიუშუს ბაშოზე დასავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდებით ირჯება, მეოთხედ მოიგო.

ტოჩინოშინის მეტოქე მე-9 მაეგაშირა ტერუცუიოში იყო, რომელსაც ქართველმა სუმოისტმა იორიკირის ილეთით სძლია და მიმდინარე ბაშოზე მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. ბრძოლა დაძაბული იყო და სუმოისტები რამდენიმე წამის განმავლობაში დოჰიოს ცენტრში იდგნენ, რის შემდეგაც ტოჩინოშინმა მეტოქე აწია და დოჰიოს მიღმა გადაიყვანა.

ტოჩინოშინს 10 დღის შემდეგ 4 მოგება და 6 მარცხი აქვს. ლევანის მეტოქე მე-11 დღეს მე-9 მაეგაშირა ატამიფუჯი იქნება, რომელსაც კიუშუ ბაშოზე 3 მოგება და 6 მარცხი აქვს.