რატომ უკეთია ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს დროშიანი წვივსაფარი

კვარა

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ უკვე მთელი მსოფლიო საუბრობს. ფეხბურთის მოყვარულმა ბევრმა ადამიანმა საქართველოს შესახებ სწორედ მისგან შეიტყო. გარდა იმისა, რომ ხვიჩას თამაშის დროს სტადიონზე მუდამ ჩვენი დროშები ფრიალებს, ის მუდამ საქართველოს დროშიან წვივსაფარს ატარებს.

ამის რამდენიმე მიზეზს ხვიჩა ერთ-ერთ ინტერვიუში განმარტავს.

„ერთი გოლი აღვნიშნე კიდეც ამ წვივსაფართან ერთად. იმიტომ მიკეთია, რომ მინდა ჩემ ქვეყანაზე ყველამ იცოდეს, სულ ვცდილობ მასთან დაკავშირებით რაღაც ვთქვა ხოლმე. ყველამ მინდა ნახოს საქართველო, რადგან ძალიან მაგარი მხარე ვართ, მაგარი ტრადიციები გვაქვს. მგონია, რომ მიცავს.“ - ამბობს კვარაცხელია.