„მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ!“ - 112 ინფორმაციას ავრცელებს
1783372170
,,პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ვარკეთილში პიტბულმა სამი ადამიანი დაგლიჯა.
თავდაპირველად, ძაღლი ჯერ პატრონს, შუახნის ქალს დაესხა თავს, მისი დახმარება მეზობლებმა სცადეს.
სამივე პირი კლინიკაშია გადაყვანილი.
ჩვენი ინფორმაციითვე, ძაღლი შემთხვევის ადგილას მყოფი ბავშვებისკენაც იწევდა.
მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, პოლიციამ ძაღლის ლიკვიდაცია მოახდინა.