1733169705
EXCLUSIVE: „შვილს გულის მანკი აქვს...“ - რას ჰყვება ბანკის საქმეზე დაკავებული გრიგოლ ნარსია
„საქართველოს ბანკის“ თავდასხმის საქმეზე დაკავებული გრიგოლ ნარსია ცოტა ხნის წინ ადვოკატებმა წინასწარ დაკავების იზოლატორში მოინახულეს.
„პრაიმტაიმისთვის“ ექსკლუზიურად ხდება ცნობილი, რა უთხრა ადვოკატებს დაკავებულმა.
ნარსია ამბობს, რომ მის არასრულწლოვან შვილს გულის მანკი აქვს, შვილის სამკურნალოდ თანხები არ ჰქონდა.
გრიგოლ ნარსია ადვოკატებთან ამბობს, რომ, დაკავების დროს, მისი უფლებების დარღვევა მოხდა.
დაკავებულს ბრალი ჯერ წარდგენილი არ აქვს. მის ინტერესებს ლევან ჭელიძის საადვოკატო ბიურო იცავს.
„საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი 20 სექტემბერს დილით შეიჭრა. ის 2 მილიონ დოლარს ითხოვდა და აცხადებდა, რომ ბანკში ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟა. თავდაპირველად, თავდამსხმელს 12 მძევალი ჰყავდა აყვანილი.