დავით ქართველიშვილი

პოლიტიკა • 1790846188

დავით ქართველიშვილი: პირველ ოქტომბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა, თუმცა ჯერ კიდევ არ არის დამარცხებული ის ძალა, რომელმაც „ნაცსექტა“ 9 წლის განმავლობაში მმართველ ძალად აქცია

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის 14 წლისთავს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამ გამარჯვებისა, ჯერ კიდევ არ არიან დამარცხებულნი ის ძალები (რადიკალური ოპოზიცია და მისი გარე პატრონები), რომლებიც ქვეყნის არევას სხვადასხვა გზითა და მეთოდით კვლავ ცდილობენ.„14 წელი გავიდა ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლიდან. 2012 წლის 1 ოქტომბერს მან არჩევნებში დაამარცხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ საბოლოოდ ვერ დაამარცხა ის ძალები, რომლებმაც მოავლინეს ქვეყანაში „ნაცსექტა“ და 9 წლის განმავლობაში მმართველ ძალად აქციეს.ამ ძალებმა 2014 წლის 24 ივლისს, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ქვეყნის დატოვებისა და უკრაინაში გაქცევის შემდეგ, კიევში „საქართველოს გათავისუფლების შტაბი“ ჩამოაყალიბეს და ხელისუფლებაში დაბრუნების მრავალსაფეხურიანი მექანიზმი შეიმუშავეს:კოაბიტაციის გზით, არჩევნების გზით, კოალიციური მმართველობის გზით, წარუმატებლობის შემთხვევაში - ალტერნატიული პარლამენტის გზით, ტექნიკური გარდამავალი მთავრობის გზით, მაიდანის გზით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობების გზით, „საბოტაჟნიკების“ უზარმაზარი ქსელის მეშვეობით (რომლებიც ხელისუფლების ყველა შტოში იყვნენ დაკონსერვირებული), ქვეყნის სრულ ქაოსში ჩაძირვის გზით, მოქმედი ხელისუფლების წევრების მოსყიდვისა და გახრწნის გზით, მმართველი პარტიის რიგებში ღალატის წახალისების გზით, ქვეყნის დამანგრეველ და სისხლიან ომში ჩათრევის გზით, საზოგადოების მაქსიმალური პოლარიზაციის გზით - სრულმასშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივების მიზნით, საერთაშორისო გლობალისტური და ლიბერალური ძალების მხრიდან უპრეცედენტო მხარდაჭერისა და ლობიზმის გზით და, საბოლოოდ - კულუარული „ტროას ცხენის“ დეკონსერვაციისა თუ თავის დროზე პარლამენტში, მთავრობაში, მედიასა და სხვა სფეროებში ჩანერგილი „ნაცსექტის“ უზარმაზარი არმიის რეანიმაციის გზით - ანუ ხავერდოვანი გადატრიალების მიღწევის გზით.მაგრამ ესეც კი არ არის იმ დღემდე მიმდინარე ბრძოლის ელემენტების სრული ჩამონათვალი, რომლის წინაშეც, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდა: 15 წლის განმავლობაში - იმ დროიდან, როდესაც შეიქმნა დღეს მმართველი პარტია, და 14 წლის განმავლობაში - ისტორიული გამარჯვებიდან, რომელიც დღემდე ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ბოლომდე მიღწეული არ არის.მიუხედავად ამ დაპირისპირებაში „ქართული ოცნებისა“ და „ნაცსექტის“ მხრიდან გაღებული ორმხრივი დანაკარგებისა, ამ ჯერ კიდევ დაუსრულებელ ბრძოლაში ქვეყნის ძალა მისი საზოგადოების უმრავლესობაშია, მისი ისტორიული მეხსიერების ურყეობაში, ღვთისმშობლის წილხვედრობისადმი ერთგულებაში, დედაეკლესიისადმი, ტრადიციებისადმი, ისტორიული ღირებულებებისადმი პატივისცემასა და საკუთარ რიგებში იმ ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანების დიდი რაოდენობის შენარჩუნებაში, რომლებიც სახარებისეულ სიბრძნეს, სიყვარულს, პატიოსნებასა და მადლიერების გრძნობას ეყრდნობიან. ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან ბევრნი ვართ იმისთვის, რომ ცალ-ცალკე თუ ბითუმად გაგვხრწნან, გადაგვიბირონ ან მოგვისყიდონ.მთელი ამ უმძიმესი ბრძოლის პერიოდში, რომელიც ისტორიული გამარჯვების შემდეგ დაიწყო, მის მთავარ ფიგურანტს, ბიძინა ივანიშვილს, არც ერთხელ არ მოუცია საბაბი იმისთვის, რომ ეჭვი შეგვეტანა მის თავდადებაში ან იმ პრინციპებისადმი ერთგულებაში, რომელთა გამოც შედგა სწორედ 2012 წლის 1 ოქტომბერი - წმინდა ბიძინას, შალვასა და ელიზბარის ხსენების დღე.ასე, რომ არანაირი სასოწარკვეთილება და ერის მოწინააღმდეგეთა წისქვილის ამუშავებაში მონაწილეობა! იფილტრება „ღვინო“, ნალექს გადაეცემა ტაქტიკური გადაცდომები, რათა სტრატეგიულად გამარჯვებულები გამოვიდეთ და მივირთვათ ღვთაებრივად გაწმენდილი სითხე იბერიის გარდაუვალი გაბრწყინების მოლოდინში“, - წერს დავით ქართველიშვილი.

მარკ რუტე

პოლიტიკა • 1790830925

,,ნატოს ტერიტორიას ამჟამად უშუალო საფრთხე არ ემუქრება" - მარკ რუტე

 ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ Euronews-ს განუცხადა, რომ ალიანსის ტერიტორიას ამჟამად უშუალო საფრთხე არ ემუქრება. მან ასევე დასძინა, რომ რუსეთის ბირთვულ მუქარებს სერიოზულად არ აღიქვამს, რადგან მოსკოვი ნატოსთან დაპირისპირების შემთხვევაში გამარჯვებას ვერ შეძლებს."ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით, ყველაფერი დავგეგმეთ და ეს მთელ ნატოს ეხება. ჩვენ დავიცავთ ნატოს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს. ამჟამად ასეთი საფრთხე არ არსებობს, მაგრამ თუ რამე მოხდება, ჩვენ მზად ვართ, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ", - განაცხადა რუტემ ბრიუსელში, თავდაცვისა და კოსმოსისადმი მიძღვნილ Euronews-ის სამიტზე.როგორც Euronews-ი წერს, ეს განცხადება მოჰყვა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთმა ნატოს წერილი გაუგზავნა, რომელშიც აფრთხილებდა კალინინგრადის ანკლავის რუსეთის ტერიტორიისგან მოწყვეტის ნებისმიერი მცდელობისგან თავის შეკავების შესახებ. მოსკოვმა განაცხადა, რომ მზადაა გამოიყენოს თავისი მთელი არსენალი, მათ შორის ბირთვული იარაღი."ჩვენ თავდაცვითი ალიანსი ვართ. შეწყვიტეთ ბირთვული მუქარა. ის სრულიად შეუფერებელია და არანაირი სიკეთე არ მოაქვს. კერძოდ, შეწყვიტეთ ომი უკრაინაში - არაპროვოცირებული, აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ", - განაცხადა რუტემ.რუტემ უარი თქვა წერილის შინაარსის გამჟღავნებაზე და აღნიშნა, რომ ეს რუსული მხარის პასუხისმგებლობაა. მან უარყო ნებისმიერი მინიშნება კონკრეტული ბირთვული საფრთხის ან ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ ესკალაციის რისკის შესახებ."ყველამ იცის, რომ ის [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი] ვერასდროს შეძლებს ნატოს დამარცხებას. მე ამას სერიოზულად არ აღვიქვამ. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ და ნათლად განვაცხადოთ, როგორც უკვე ვთქვი, რომ ნატო თავდაცვითი ალიანსია და ჩვენ ასევე უნდა ვიმუშაოთ უკრაინაში ომის დასასრულებლად და ბირთვული მუქარების შესაჩერებლად", - თქვა მან.ნატოს გენერალურმა მდივანმა განმარტა, რომ რუსეთი ყოველთვიურად ფრონტის ხაზზე 43 000 ჯარისკაცს კარგავს, რომლებიც მოკლეს ან მძიმედ დაიჭრნენ. მან დასძინა, რომ კიევის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო და მოკავშირეები კვლავ აგრძელებენ სამხედრო მხარდაჭერის გაწევას.რუტეს თქმით, ნატომ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს, უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელოს და თავდაცვის სფეროში ინვესტიციები გაზარდოს."რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ თავს დავიცავთ. მაგრამ რაც მთავარია, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ უკრაინაში ომი მისთვის [პუტინისთვის] ცუდად მიმდინარეობს. მას ჩვენი გახლეჩა სურს. მას სურს, რომ უკრაინას ყურადღება აღარ მივაქციოთ", - განაცხადა რუტემ.

მარკ რუტე

მსოფლიო • 1790782920

მარკ რუტე: ყველამ იცის, რომ პუტინი ნატოსთან ომში ვერასდროს გაიმარჯვებს

ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ Euronews-ს განუცხადა, რომ ალიანსის ტერიტორიას დაუყოვნებლივი საფრთხე არ ემუქრება. მან ასევე დასძინა, რომ რუსეთის ბირთვულ მუქარას სერიოზულად არ აღიქვამს, რადგან მოსკოვი ნატოსთან დაპირისპირებაში ვერასდროს გაიმარჯვებს.„ჩვენ ამისთვის მოვემზადეთ, ეს დავგეგმეთ და ეს მთელ ნატოს ეხება“, - განაცხადა რუტემ ოთხშაბათს, ბრიუსელში გამართულ Euronews-ის თავდაცვისა და კოსმოსის სამიტზე.„ჩვენ ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს დავიცავთ. ეს საფრთხე არ არსებობს, ხოლო თუ რამე მოხდება, ჩვენ მზად ვართ საპასუხო დარტყმისთვის“, - განაცხადა მან.„ჩვენ თავდაცვითი ალიანსი ვართ. შეაჩერეთ ბირთვული მუქარა. ეს სრულიად უადგილო და უსარგებლოა. და რაც მთავარია, შეაჩერეთ ომი უკრაინაში, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ მიმართული გაუმართლებელი აგრესიული ომია“, - განაცხადა რუტემ.„ყველამ იცის, რომ ის [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი] ნატოსთან ომში ვერასდროს გაიმარჯვებს. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ და მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ნატო თავდაცვითი ალიანსია, როგორც უკვე აღვნიშნე - შეაჩერეთ ომი უკრაინაში და შეაჩერეთ ბირთვული მუქარა“, - დასძინა მან.

რუმენ რადევი

მსოფლიო • 1790781774

ბულგარეთის პრემიერი ევროპას მოუწოდებს, ბირთვული თავდასხმის თავიდან ასაცილებლად რუსეთთან დიალოგი დაიწყოს

ევროკავშირი რუსეთთან დიპლომატიურ ჩართულობაზე უნდა გადავიდეს, რათა უკრაინაში ომი დასრულდეს და კატასტროფული ბირთვული თავდასხმა თავიდან იყოს აცილებული, - განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, რუმენ რადევმა Euronews-ის თავდაცვისა და კოსმოსურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.რადევმა ასევე გააკრიტიკა ევროპის მიერ უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდების გაგრძელება და მას „ძალით მშვიდობის დამყარების“ წარუმატებელი სტრატეგია უწოდა.„მხოლოდ იარაღის მიწოდებასა და მხარდაჭერას თავისი ზღვარი აქვს, რადგან საბოლოო მშვიდობა დიპლომატიით დამყარდება და არა შეიარაღებით. ასე რომ, ჩვენი მოწოდებაა, მეტად მოვუსმინოთ ერთმანეთს და აღვადგინოთ კომუნიკაციის არხები“, - აღნიშნა რადევმა.„პრობლემა ის არის, რომ ბირთვული რისკის შესახებ კითხვას არავინ სვამს. არსებობს ის? შეიძლება არა, არ ვიცი, მაგრამ ეს მაინც რისკია“, - განაგრძო მან.„ყოველთვის უარესი სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად. ვართ კი ამისთვის მზად? საუბრობს ვინმე რისკების შეფასებაზე? საერთოდ არსებობს ასეთი რამ? რადგან ჩვენ ვცდილობთ, უდიდეს ბირთვულ სახელმწიფოზე კონვენციური გამარჯვება მოვიპოვოთ. [...] ჩვენ ვერ დავხუჭავთ თვალს იმაზე, რომ ჩვენს კონტინენტზე ბირთვული იარაღია, ბირთვული იარაღია რუსეთის არენალშიც. ეს კი თამაშის გაანგარიშების ნაწილია“, - დასძინა ბულგარეთის პრემიერმა.

იოჰან ვადეპული

მსოფლიო • 1790710204

ევროპამ ახლა უნდა განსაზღვროს, როგორი იქნება მომავალში მისი ურთიერთობა რუსეთთან, რისთვისაც მოლაპარაკებებია საჭირო - იოჰან ვადეპული

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის დასრულებაზე მოლაპარაკებები შესაძლოა,  უახლოეს მომავალში დაიწყოს.ვადეპულის განცხადებით, სავსებით შესაძლებელია, რომ მომავალში ევროპამ „რუსეთთან კარგი ურთიერთობების დამყარება შეძლოს“.„ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია თავად რუსეთის ან რუსი ხალხის მიმართ. ჩვენ სერიოზული პრობლემა გვაქვს რუსეთის ამჟამინდელ რეჟიმთან, რომელმაც ეს უკანონო აგრესიული ომი წამოიწყო და აგრძელებს“, – აღნიშნა ვადეპულმა.მისი თქმით, „ახლა და, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში, ევროპული უსაფრთხოება რუსეთთან ერთად კი არა, რუსეთის წინააღმდეგ უნდა შენდებოდეს“.ამასთან, როგორც ვადეპულმა აღნიშნა, ევროპამ ახლა უნდა განსაზღვროს, როგორი იქნება მომავალში მისი ურთიერთობა რუსეთთან, რისთვისაც მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომაა საჭირო.„ახლა არსებობს ნიშნები იმისა, რომ ასეთი მოლაპარაკებები შესაძლოა, მალე დაიწყოს“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.ამასთან, ვადეპულმა მოუწოდა ევროპელებს, „არ დაუშვან, რომ აშშ-მა უკრაინაში ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების წარმოებაზე მონოპოლია შეინარჩუნოს“.„ჩვენ ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობა უნდა მივიღოთ. ომი ხომ ევროპის ტერიტორიაზე მიმდინარეობს“, – განაცხადა ვადეპულმა.ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ომის დასრულების შესახებ „ნებისმიერი შეთანხმება“, პირველ რიგში, უკრაინამ უნდა დაამტკიცოს.

ტრამპი

მსოფლიო • 1790695740

The Atlantic: ტრამპმა შესაძლოა რუსეთს სანქციების ნაწილი უკრაინაში ომის დასრულებამდე მოუხსნას

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა აღმოსავლეთ ევროპაში, ჯონ კოულმა თეთრი სახლის ლიდერს ახალი დიპლომატიური ინიციატივით მიმართა. გეგმა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არსებული ჩიხური სიტუაციიდან გამოსვლას ითვალისწინებს - კერძოდ, რუსეთისთვის სანქციების ნაწილობრივ მოხსნას კრემლის პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ. ამის შესახებ გამოცემა The Atlantic-ის ჟურნალისტი, საიმონ შუსტერი იტყობინება.ავტორის ინფორმაციით, ინიციატივა ჯერ ადრეულ ეტაპზეა, თუმცა მან შესაძლოა ტრამპს კრემლთან კომუნიკაციის დამყარების ახალი არხი გაუხსნას. ეს მიმართულება უკრაინის ომის მიღმა არსებულ საკითხებს ეხება, რომლის შეჩერებასაც ვაშინგტონი ამ ეტაპზე ვერ ახერხებს. გარდა ამისა, სტრატეგიამ შესაძლოა ხელი შეუწყოს აშშ-ისთვის ხელსაყრელი კონტრაქტების დადებას რუსული ნავთობპროდუქტების მიწოდებაზე, ხოლო პოლიტპატიმრების გათავისუფლებამ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიის მიღების არგუმენტები გაუძლიეროს.შუსტერი აღნიშნავს, რომ ამ მიდგომამ შესაძლოა უკრაინელების გარდა ევროპელებისა და ამერიკელების ნაწილის უკმაყოფილებაც გამოიწვიოს, რადგან მსგავსი გარიგება რუსეთს საშუალებას მისცემს, მეტი ფინანსური რესურსი მიმართოს უკრაინაში ტერორისკენ.აღნიშნული სტრატეგია კოულმა მანამდე ბელარუსში გამოსცადა, სადაც ასობით პოლიტპატიმრის გათავისუფლებას მიაღწია, სანაცვლოდ კი აშშ-მა ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმს სანქციები შეუმსუბუქა. ახლა კოულმა, ტრამპის თანხმობით, იგივე მიდგომის გამოყენება ვლადიმირ პუტინთანაც გადაწყვიტა. კოულის აზრით, ეს ვარიანტი სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესსაც წაადგება.„ეს ყველაფერი მშვიდობის დამყარებას უწყობს ხელს. რაც მეტია ურთიერთქმედება და კომპრომისი - იქნება ეს ეკონომიკურ სფეროში, პატიმრების საკითხში თუ სხვაგან - ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ მშვიდობამდე. ეს თავისებური მისიაა“, - განუცხადა კოულმა შუსტერს.უკრაინული მხარე შექმნილ სიტუაციას სრულიად განსხვავებულად აფასებს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შუსტერთან საუბარში აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ომის დასრულებამდე რუსეთისთვის სანქციების მოხსნის ნებისმიერი მცდელობა დაბლოკოს, თუმცა იქვე აღიარა, რომ ეს მარტივი არ იქნება.უკრაინელი მომლაპარაკებლებისთვის ცნობილია ტრამპის გეგმების შესახებ, გამოიყენოს სამშვიდობო პროცესი ბიზნესგარიგებების წასახალისებლად. თუმცა, წყაროების ცნობით, ტრამპის წარმომადგენლები ამ ეტაპზე ვერ ხედავენ რუსეთთან ბიზნესის კეთების შესაძლებლობას უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტამდე მაინც. კოულის გეგმა კი სწორედ ამ დაბრკოლების გვერდის ავლის გზად მოიაზრება.ავტორის ცნობით, კოულს ეს იდეა რუს დისიდენტ დმიტრი მურატოვთან შეხვედრისას გაუჩნდა, რომელმაც მიხეილ გორბაჩოვისა და რონალდ რეიგანის თანამშრომლობის პრეცედენტი გაიხსენა. იმ პერიოდში ვაშინგტონი მოსკოვს პატიმართა სიებს გადასცემდა, რასაც საბჭოთა მხარე ეთანხმებოდა, ამან კი ქვეყნებს შორის დაძაბულობა შეამცირა.ამჟამად აშშ კვლავ კონცენტრირებულია ომის დასრულების მცდელობაზე. ამ თვეში აბუ-დაბიში დაგეგმილია სამმხრივი შეხვედრა ენერგეტიკულ სექტორში ცეცხლის შეწყვეტის განსახილველად, ასევე არსებობს ეგვიპტის ინიციატივა შავ ზღვაში სატვირთო გემებზე თავდასხმების შეჩერებაზე. თუმცა, კიევში ამ შეხვედრების ეფექტიანობის გაზაფხულამდე არავის სჯერა.ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ შუსტერთან საუბარში აღნიშნა, რომ სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ პატიმრების ვაჭრობა რეჟიმებს მხოლოდ წაახალისებს, რომ უფრო მეტი ადამიანი დააკავონ.„ადამიანებით ვაჭრობა მათ არაფერი უჯდებათ. მათ ყოველთვის შეუძლიათ მეტი ადამიანის დაპატიმრება, მაშინ როდესაც დასავლეთი სანქციების გაუქმებითა და გარიგებებით ამ რეჟიმებზე გავლენას კარგავს“, - ხაზგასმით აღნიშნა ტიხანოვსკაიამ.

ორბანი

სპორტი • 1790677244

„მოგება გვჭირდება“ - უნგრეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის კომენტარი საქართველოსთან მატჩამდე

უნგრეთის ნაკრებისა და „ლაიფციგის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვილი ორბანმა ჩრდ. ირლანდიასთან ფრედ დასრულებული მატჩი (0:0) შეაფასა და მომდევნო მეტოქეზე, საქართველოს ნაკრებზეც ისაუბრა.„ბელფასტში თამაში ყოველთვის რთულია, მაგრამ გამარჯვების გოლთან ახლოს ვიყავით. დაცვაში კონცენტრირებულად ვიმოქმედეთ, თუმცა წინ სიმწვავე დაგვაკლდა. მომავალზე უნდა ვიფიქროთ. მხოლოდ ერთი ქულა გვაქვს, რაც აუცილებლად უნდა შევცვალოთ - საქართველოსთან მოგება გვჭირდება“, - განაცხადა მწვრთნელმა.ცნობისთვის, უნგრეთი-საქართველოს მატჩი 2 ოქტომბერს ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. ამავე დღეს უკრაინა ჩრდ. ირლანდიას შეხვდება.

რომის პაპი ლეო

მსოფლიო • 1790673834

რომის პაპმა რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ და ომის დასრულების გზები განიხილონ

რომის პაპმა ლეომ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ და ომის დასრულების გზები განიხილონ. აღნიშნული განცხადება პონტიფიკოსმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროპელ ლიდერებს მშვიდობის მისაღწევად დათმობებზე წასვლისკენ მოუწოდა.პაპმა ასევე გააკრიტიკა მსოფლიო ლიდერები, რომლებიც, მისი თქმით, „ბირთვულ იარაღსა და სულ უფრო დამანგრეველ ომებზე მსჯელობას იწყებენ“.„ეკლესიას აკისრია პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს ამ ღირებულებების დამკვიდრებას და მუდმივად მოუწოდოს ლიდერებს - როგორც რუსეთისა და უკრაინის, ისე სხვა ქვეყნების - შეიკრიბონ, დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და დაიწყონ დიალოგი“, - განაცხადა რომის პაპმა.მისი თქმით, ლიდერებმა უნდა „იპოვონ პრობლემების გადაჭრის გზები იმ ომების გაგრძელების გარეშე, რომლებმაც უკვე ყოველგვარი აზრი დაკარგეს“.„საუბარი არ არის პოლიტიკაზე ან მის არარსებობაზე. საუბარია იმაზე, რომ უნდა ისმოდეს ხმა, რომელიც იცავს ადამიანის ღირსებას, სიცოცხლის ფასს და იმის შესაძლებლობას, რომ მეტი სახსრები დაიხარჯოს ჯანდაცვასა და განათლებაზე და ნაკლები - შეიარაღებაზე“, - გაუსვა ხაზი პონტიფიკოსმა.ორშაბათს, საფრანგეთის ქალაქ მეცში გამოსვლისას, პაპმა განაცხადა, რომ ევროპა მზად უნდა იყოს გარკვეულ დათმობებზე წასასვლელად მშვიდობის მისაღწევად.„ჩვენ გვჭირდება, გამოვიჩინოთ სიმამაცე მოლაპარაკებებში და მზად ვიყოთ უარი ვთქვათ გარკვეულ პოზიციებზე მშვიდობის უმაღლესი სიკეთისთვის“, - აღნიშნა მან.პონტიფიკოსმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა უარყოფითი პოზიცია ევროპის სამხედრო ბიუჯეტების ზრდასთან დაკავშირებით, რომლებმაც გასულ წელს ცივი ომის დასრულების შემდეგ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

გიორგი შარაშიძე

პოლიტიკა • 1790672836

გიორგი შარაშიძე: არავის უკვირს, რომ „ოცნების“ არადემოკრატიული ქმედებების და არაკანონიერი ნაბიჯების გამო, საქართველო აღარ არის ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგში

სამწუხაროდ, „ოცნების“ არადემოკრატიული ქმედებების და არაკანონიერი ნაბიჯების გამო, არავის უკვირს, რომ საქართველო აღარ არის ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგში, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.მისი თქმით, ქვეყნის ღია იზოლაცია ხდება.„სამწუხაროდ, „ოცნების“ არადემოკრატიული ქმედებების და არაკანონიერი ნაბიჯების გამო, არავის აღარ უკვირს, რომ საქართველო აღარ არის გაწევრიანების დღის წესრიგში. ამას „პოლიტიკო“ დაწერს თუ სხვა რომელიმე გამოცემა, ფაქტია, ქვეყნის ღია იზოლაცია ხდება. ქვეყანაში განსხვავებული აზრის ჩახშობა ხდება, სადაც კონსტიტუციით გათვალისწინებული პლურალიზმი და სიტყვის თავისუფლება იზღუდება. ფაქტიურად, დიქტატურისკენ გადადგმულ ნაბიჯებს ვხედავთ. როგორ შეიძლება, ხელისუფლებას ვინმე დაელაპარაკოს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, რომელიც კონსტიტუციის ძირითად მუხლებს, სიტყვის და აზრის გამოთქმის თავისუფლებას უარყოფს. ეს სამწუხარო რეალობაა“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.გამოცემა „პოლიტიკომ“ ევროკავშირში წყაროზე დაყრდნობით გამოაქვეყნდა სტატია იმის შესახებ, რომ ევროკავშირი ამზადებს წინადადებებს, რომლის მიხედვით, ბლოკში გაწევრიანებასთან ყველაზე ახლოს მყოფი ოთხი ქვეყანა – მონტენეგრო, უკრაინა, მოლდოვა და ალბანეთი ევროკავშირში გაწევრიანების მკაფიო, ეტაპობრივ გეგმას მიიღებენ.

მაკა ბოჭორიშვილი

პოლიტიკა • 1790670795

მაკა ბოჭორიშვილი: ვიმყოფებით კანადაში და ეს შესაძლებლობა არ უნდა გაგვეშვა ხელიდან. ხშირად არ არის ორმხრივი ვიზიტების გაცვლა ჩვენს ქვეყნებს შორის. ჩვენ ვართ ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანა. კანადის და ევროკავშირის ურთიერთობები არის ჩვენი ყურადღების საგანი, როგორ განვითარდება ეს პარტნიორობა

ვიმყოფებით კანადაში და ეს შესაძლებლობა არ უნდა გაგვეშვა ხელიდან. ხშირად არ არის ორმხრივი ვიზიტების გაცვლა ჩვენს ქვეყნებს შორის, შესაბამისად, კარგი შესაძლებლობა იყო შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე, საერთო გამოწვევებზე, ხედვებზე, - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კანადაში.ვიცე-პრემიერმა კანადაში ვიზიტი და ორმხრივი შეხვედრები შეაჯამა.„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მიღწეული იყოს მშვიდობა, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო წესებსა და სამართალს. ეს არის ის გზავნილი, რომელსაც საქართველო მუდმივად აჟღერებს არა მხოლოდ უკრაინასთან მიმართებაში. ჩვენი ქვეყნის შემთხვევაშიც, როდესაც ვსაუბრობთ ოკუპაციაზე, საქართველოს პოზიცია მუდმივად უნდა იყოს გაჟღერებული, რომ ერთადერთ გზას, რასაც ვხედავთ, ეს არის მშვიდობიანი გზით კონფლიქტის მოგვარება.ვიმყოფებით კანადაში და ეს შესაძლებლობა არ უნდა გაგვეშვა ხელიდან. ხშირად არ არის ორმხრივი ვიზიტების გაცვლა ჩვენს ქვეყნებს შორის, შესაბამისად, კარგი შესაძლებლობა იყო შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე, საერთო გამოწვევებზე, ხედვებზე, როგორ ვხედავთ გლობალურ ვითარებას და სად შეიძლება ვითანამშრომლოთ. ვისაუბრეთ ევროკავშირზეც. საქართველოსთვის ევროკავშირი იცით რა მნიშვნელოვანი პარტნიორიც არის. ჩვენ ვართ ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანა. კანადის და ევროკავშირის ურთიერთობები არის ჩვენი ყურადღების საგანი, როგორ განვითარდება ეს პარტნიორობა“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.28-29 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით, მონაწილეობას იღებს უკრაინელი ბავშვების, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ მეორე საერთაშორისო კონფერენციაში. ღონისძიების ფარგლებში ასევე დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები.

მაკა ბოჭორიშვილი

პოლიტიკა • 1790670001

მაკა ბოჭორიშვილი კანადაში ვიზიტზე: ეს ჩვენთვის იყო შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გაგვეჟღერებინა, თუ რას აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს საერთაშორისო წესრიგს, უკრაინას, უკრაინელ ხალხს და რა ძალისხმევას აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინელი ბავშვებისთვის გარკვეული ნაბიჯები გადადგას

ეს ჩვენთვის იყო შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გაგვეჟღერებინა, თუ რას აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს საერთაშორისო წესრიგს, უკრაინას, უკრაინელ ხალხს და რა ძალისხმევას აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ უკრაინელი ბავშვებისთვის გარკვეული ნაბიჯები გადადგას, - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კანადაში.ვიცე-პრემიერმა კანადაში ვიზიტი შეაჯამა.„მნიშვნელოვანია, რომ კანადა არის ის ქვეყანა, რომელსაც ერთგვარად ხელმძღვანელობა აქვს აღებული იმ კოალიციის, რომელიც ფოკუსირდება უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ჰუმანიტარულ საკითხებზე ნორვეგიასთან ერთად. მსგავსი მინისტერიალი უკვე მეორედ იმართება. საქართველო იყო მიწვეული ამ ღონისძიებაზე კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ და ეს ჩვენთვის იყო შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გაგვეჟღერებინა, თუ რას აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს საერთაშორისო წესრიგს, უკრაინას, უკრაინელ ხალხს და რა ძალისხმევას აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ უკრაინელი ბავშვებისთვის გარკვეული ნაბიჯები გადადგას.სამწუხაროდ, ბოლო წლებში ისეთი კამპანიები იმართებოდა საქართველოსთან მიმართებით, რომ საქართველოს ეს ძალისხმევა ძირითადად, შეუმჩნეველი რჩებოდა, ან არავინ აკეთებდა ამაზე აქცენტს, უნდა ითქვას, რომ საქართველო არავის ჩამორჩება უკრაინასთან მიმართებაში ჰუმანიტარულ მხარდაჭერაში. არაერთხელ ვუმასპინძლეთ უკრაინელ ბავშვებს. ასობით უკრაინელი ბავშვი ისვენებს ზაფხულობით საქართველოში საზაფხულო ბანაკებში. ამას რამდენიმე ქვეყანა აკეთებს უკრაინისთვის და მათ შორისაა საქართველო. ჰუმანიტარული წესით საქართველოს არაერთხელ გაუწევია დახმარება უკრაინისთვის“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.28-29 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით, მონაწილეობას იღებს უკრაინელი ბავშვების, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ მეორე საერთაშორისო კონფერენციაში. ღონისძიების ფარგლებში ასევე დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები.

რუსეთმა უკრაინაზე ხომალდსაწინააღმდეგო და ბალისტიკურ რაკეტებით იერიში მიიტანა

ომი უკრაინაში • 1790662080

რუსეთმა უკრაინაზე ხომალდსაწინააღმდეგო და ბალისტიკურ რაკეტებით იერიში მიიტანა

29 სექტემბრის ღამეს, რუსეთმა უკრაინაზე იერიშები ხომალდსაწინააღმდეგო და ბალისტიკურ რაკეტებით, ასევე დრონებით მიიტანა.უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა თავდასხმისას „ცირკონი“, „ონიქსი“,  „ისკანდერ-M“ და „S-400“ გამოიყენეს. ამასთან, უწყების ცნობით, უკრაინულმა ძალებმა 152 დრონიდან 109 საჰაერო საშუალება ჩამოაგდო.მედია უკრაინის საჰაერო თავდაცვაზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმები 28 სექტემბრის საღამოს 18:00 საათიდან დაიწყო. უკრაინის მიმართ იერიშები რუსეთის ქალაქებიდან, ორიოლიდან, მილეროვოდან და კურსკიდან მიიტანეს. ამასთან, თავდასხმები მიიტანეს დროებით ოკუპირებული დონეცკიდან და დროებით ოკუპირებული ყირიმიდან.როგორც ცნობილია, რუსულმა ძალებმა სამიზნედ 24 ადგილი ამოიღეს, 16 ლოკაციაზე კი ნამსხვრევები ჩამოვარდა. ბალისტიკური რაკეტების საფრთხის გამო კიევსა და უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო თავდასხმის შესახებ გაფრთხილებები გამოცხადდა. იერიშების შედეგად კიევში საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ შენობებში ხანძარი გაჩნდა.

✕