რუსული გაზი

მსოფლიო • 1790793895

რუსეთიდან სერბეთში გაზის მიღების შესახებ კონტრაქტი წლის ბოლომდე გახანგრძლივდა

სერბეთმა და რუსეთმა ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ შეთანხმების მოქმედების ვადა სამი თვით, წლის ბოლომდე გაახანგრძლივეს.სერბეთის სახელმწიფო გაზის კომპანიის ხელმძღვანელმა, დუშან ბაიატოვიჩმა განაცხადა, რომ შეთანხმება იმავე „ხელსაყრელი პირობებით“ გაგრძელდება.გასულ კვირას სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა და შეთანხმების გაგრძელების იმედი გამოთქვა.ვუჩიჩის თქმით, ამ შემთხვევაში სერბეთი შეძლებს, კვლავ ისარგებლოს „ხელსაყრელი, დაბალი ფასით“.ბელგრადი დიდწილად რუსული აირის მიწოდებაზეა დამოკიდებული, თუმცა 2025 წელს სამწლიანი კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ ქვეყანამ რუსეთთან გრძელვადიანი შეთანხმება ვერ დადო. მას შემდეგ მოქმედ შეთანხმებას მოკლევადიანად ახანგრძლივებენ.

მარკ რუტე

მსოფლიო • 1790782920

მარკ რუტე: ყველამ იცის, რომ პუტინი ნატოსთან ომში ვერასდროს გაიმარჯვებს

ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ Euronews-ს განუცხადა, რომ ალიანსის ტერიტორიას დაუყოვნებლივი საფრთხე არ ემუქრება. მან ასევე დასძინა, რომ რუსეთის ბირთვულ მუქარას სერიოზულად არ აღიქვამს, რადგან მოსკოვი ნატოსთან დაპირისპირებაში ვერასდროს გაიმარჯვებს.„ჩვენ ამისთვის მოვემზადეთ, ეს დავგეგმეთ და ეს მთელ ნატოს ეხება“, - განაცხადა რუტემ ოთხშაბათს, ბრიუსელში გამართულ Euronews-ის თავდაცვისა და კოსმოსის სამიტზე.„ჩვენ ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს დავიცავთ. ეს საფრთხე არ არსებობს, ხოლო თუ რამე მოხდება, ჩვენ მზად ვართ საპასუხო დარტყმისთვის“, - განაცხადა მან.„ჩვენ თავდაცვითი ალიანსი ვართ. შეაჩერეთ ბირთვული მუქარა. ეს სრულიად უადგილო და უსარგებლოა. და რაც მთავარია, შეაჩერეთ ომი უკრაინაში, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ მიმართული გაუმართლებელი აგრესიული ომია“, - განაცხადა რუტემ.„ყველამ იცის, რომ ის [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი] ნატოსთან ომში ვერასდროს გაიმარჯვებს. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ და მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ნატო თავდაცვითი ალიანსია, როგორც უკვე აღვნიშნე - შეაჩერეთ ომი უკრაინაში და შეაჩერეთ ბირთვული მუქარა“, - დასძინა მან.

რუმენ რადევი

მსოფლიო • 1790781774

ბულგარეთის პრემიერი ევროპას მოუწოდებს, ბირთვული თავდასხმის თავიდან ასაცილებლად რუსეთთან დიალოგი დაიწყოს

ევროკავშირი რუსეთთან დიპლომატიურ ჩართულობაზე უნდა გადავიდეს, რათა უკრაინაში ომი დასრულდეს და კატასტროფული ბირთვული თავდასხმა თავიდან იყოს აცილებული, - განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, რუმენ რადევმა Euronews-ის თავდაცვისა და კოსმოსურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.რადევმა ასევე გააკრიტიკა ევროპის მიერ უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდების გაგრძელება და მას „ძალით მშვიდობის დამყარების“ წარუმატებელი სტრატეგია უწოდა.„მხოლოდ იარაღის მიწოდებასა და მხარდაჭერას თავისი ზღვარი აქვს, რადგან საბოლოო მშვიდობა დიპლომატიით დამყარდება და არა შეიარაღებით. ასე რომ, ჩვენი მოწოდებაა, მეტად მოვუსმინოთ ერთმანეთს და აღვადგინოთ კომუნიკაციის არხები“, - აღნიშნა რადევმა.„პრობლემა ის არის, რომ ბირთვული რისკის შესახებ კითხვას არავინ სვამს. არსებობს ის? შეიძლება არა, არ ვიცი, მაგრამ ეს მაინც რისკია“, - განაგრძო მან.„ყოველთვის უარესი სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად. ვართ კი ამისთვის მზად? საუბრობს ვინმე რისკების შეფასებაზე? საერთოდ არსებობს ასეთი რამ? რადგან ჩვენ ვცდილობთ, უდიდეს ბირთვულ სახელმწიფოზე კონვენციური გამარჯვება მოვიპოვოთ. [...] ჩვენ ვერ დავხუჭავთ თვალს იმაზე, რომ ჩვენს კონტინენტზე ბირთვული იარაღია, ბირთვული იარაღია რუსეთის არენალშიც. ეს კი თამაშის გაანგარიშების ნაწილია“, - დასძინა ბულგარეთის პრემიერმა.

ბელგიის თავდაცვის მინისტრი

მსოფლიო • 1790772780

ბელგიის თავდაცვის მინისტრი: ევროპას რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმების ახალი ტალღისთვის მზადება მოუწევს. წინ მძიმე ზამთარია

ბელგიის თავდაცვის მინისტრი ტეო ფრანკენი აცხადებს, რომ ევროპა უახლოეს თვეებში რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმების ახალი ტალღისთვის უნდა მოემზადოს და კონტინენტს მძიმე ზამთარი ელოდება.ბრიუსელში Euronews-ის ჟურნალისტთან საუბრისას ფრანკენმა რუსეთი ბელგიის უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ დაასახელა. წელს ბელგიაში დრონებთან დაკავშირებული რამდენიმე ინციდენტი მოხდა, რომელთაგან ზოგიერთმა საჰაერო მიმოსვლის შეფერხება გამოიწვია.„რუსეთი, საჰაერო თავდასხმები, საჰაერო თავდასხმები, საჰაერო თავდასხმები. ეს ყველაზე დიდი საფრთხეა. ამიტომ გვჭირდება საჰაერო თავდაცვა, საჰაერო თავდაცვა, საჰაერო თავდაცვა“, - განაცხადა ფრანკენმა.მისი თქმით, რუსული რეაქტიული დრონების წინააღმდეგ ბრძოლისთვის ევროპას უკრაინული ტექნოლოგიები სჭირდება.„გვჭირდება მეტი მარაგი, მეტი წარმოება, წარმოების მასშტაბების გაზრდა და ძლიერი სამრეწველო ბაზა. ყველაფერი უფრო სწრაფად უნდა გაკეთდეს. უახლოეს თვეებში ჰიბრიდული საფრთხეების შემცველი ქმედებები კიდევ უფრო გახშირდება. ევროპისთვის ბნელი ზამთარი იქნება“, - განაცხადა ბელგიის თავდაცვის მინისტრმა.ფრანკენის თქმით, რუსეთს ჰიბრიდული თავდასხმების მიმართულებით 50-წლიანი გამოცდილება აქვს და ბელგიამ ტექნოლოგიური განვითარების ტემპს ფეხი უნდა აუწყოს.„არ მინდა, სადმე 200 000 დრონი გვქონდეს შენახული და ორი თვის შემდეგ მათი გამოყენება ვეღარ შეგვეძლოს, რადგან მოძველებული იქნება. ამიტომ ადაპტაცია გვჭირდება“, - აღნიშნა მან.ფრანკენის განცხადებით, ბელგია წლების განმავლობაში თავდაცვაში არასაკმარის ინვესტიციას ახორციელებდა, თუმცა ახლა ქვეყანა თავდაცვის ხარჯების გაზრდას ცდილობს.„ჩვენ ნატოს კლასში ყველაზე ცუდი მოსწავლე ვიყავით. თავდაცვაზე მშპ-ის მხოლოდ 1%-ს ვხარჯავდით“, - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი უკვე გაორმაგდა.თუმცა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, 18 თვეში ბელგია ვერ გააკეთებს იმას, რაც 40 წლის განმავლობაში უგულებელყოფილი იყო.ფრანკენმა აღნიშნა, რომ ბელგიას ამჟამად ევროკავშირში ყველაზე მაღალი სახელმწიფო ვალი და ერთ-ერთი ყველაზე რთული საბიუჯეტო მდგომარეობა აქვს. მიუხედავად ამისა, მისი თქმით, მთავრობა თავდაცვის ხარჯების გაზრდის ვალდებულებას ინარჩუნებს.ამასთან, მინისტრმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში თავდაცვაზე მშპ-ის 5%-ის გამოყოფა ბელგიისთვის რეალისტური არ იქნება.

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამართალი • 1790771300

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვს, რომელმაც საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა, 15 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა.ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას 3 წლის ვადით საქართველოში შემოსვლა აეკრძალა.თავად ალექსანდრე პოპოვმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ჩადენილს აღიარებს.„პირობას გაძლევთ, მსგავსი რამ არ განმეორდება“, - აღნიშნა პოპოვმა.

მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტრო

მსოფლიო • 1790757360

მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყნის ტერიტორიაზე უკრაინის მიმართულებით გაშვებული რუსული დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა

მოლდოვის ტერიტორიაზე უკრაინის მიმართულებით გაშვებული რუსული დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა, – ამის შესახებ მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს.უწყების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატი მოლდოვის ნოვოანენსკის რაიონის სოფელ ხირბოვეცის მიმდებარედ, ღია ტერიტორიაზე ჩამოვარდა და აფეთქდა. აღნიშნული დასახლება უკრაინის ოდესის ოლქის საზღვრიდან დაახლოებით 20 კილომეტრში მდებარეობს.პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტის შესახებ უწყებას ადგილობრივი დროით 05:40 საათზე შეატყობინეს.წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.ამასთან, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მორიგი თავდასხმის გამო პოლონეთმა ავიაცია აამოქმედა, დროებით დახურეს ჟეშუვისა და ლუბლინის აეროპორტები. ამჟამად ორივე აეროპორტში ფრენები აღდგენილია.

მიგრაციის დეპარტამენტი

სამართალი • 1790749596

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.შსს-ს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის, ეგვიპტის, თურქეთის, რუსეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, ტაილანდის, ლიბანის, უზბეკეთის, ბელარუსის, განას, იორდანიის, პაკისტანის, ნიგერიის, ფილიპინების, ჩინეთის და სხვა სახელმწიფოების – ჯამში 84 მოქალაქე.მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.მიმდინარე წელს, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქვეყნიდან გაძევებულია 3 000-ზე მეტი პირი.

კიევი

მსოფლიო • 1790744821

რუსეთმა კიევი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა. დაიღუპა ორი ადამიანი

 რუსეთმა გვიან ღამით კიევზე რაკეტებითა და დრონებით იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა, იუწყება უკრაინული მედია.მედიის ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად უკრაინის დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდა.რუსეთი უკრაინის დედაქალაქ რამდენიმე დღეა განუწყვეტლივ ბომბავს. ადგილობრივი დროით, დაახლოებით, ღამის 3 საათზე კიევში ათზე მეტი აფეთქების ხმა გაისმა. მანამდე უკრაინის საჰაერო ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დედაქალაქისკენ ბალისტიკური რაკეტები მიემართებოდა. ქალაქში საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის ხმაც ისმოდა, წერს მედია.უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად კიევის სვიატოშინის რაიონში ორი ადამიანი დაიღუპა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, რომელთა რაოდენობა, სულ მცირე, ათს შეადგენს.პოდოლსკის რაიონში არასაცხოვრებელ შენობასა და საწყობს ცეცხლი გაუჩნდა. ამასთან, ქალაქის პეჩერსკის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია.რუსეთის თავდასხმის შედეგად მსხვერპლია კიევის ოლქშიც. ვიშგოროდში, დანგრეული საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში, სულ მცირე, ერთი დაღუპული ბავშვი იპოვეს. დაშავდნენ ქალი და მამაკაცი.კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ტიმურ ტკაჩენკოს ცნობით, ქალაქ ბუჩაში თავდასხმის შედეგად 11 ავტომობილი, ორი საწყობი და სამი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. 

იოჰან ვადეპული

მსოფლიო • 1790710204

ევროპამ ახლა უნდა განსაზღვროს, როგორი იქნება მომავალში მისი ურთიერთობა რუსეთთან, რისთვისაც მოლაპარაკებებია საჭირო - იოჰან ვადეპული

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის დასრულებაზე მოლაპარაკებები შესაძლოა,  უახლოეს მომავალში დაიწყოს.ვადეპულის განცხადებით, სავსებით შესაძლებელია, რომ მომავალში ევროპამ „რუსეთთან კარგი ურთიერთობების დამყარება შეძლოს“.„ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია თავად რუსეთის ან რუსი ხალხის მიმართ. ჩვენ სერიოზული პრობლემა გვაქვს რუსეთის ამჟამინდელ რეჟიმთან, რომელმაც ეს უკანონო აგრესიული ომი წამოიწყო და აგრძელებს“, – აღნიშნა ვადეპულმა.მისი თქმით, „ახლა და, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში, ევროპული უსაფრთხოება რუსეთთან ერთად კი არა, რუსეთის წინააღმდეგ უნდა შენდებოდეს“.ამასთან, როგორც ვადეპულმა აღნიშნა, ევროპამ ახლა უნდა განსაზღვროს, როგორი იქნება მომავალში მისი ურთიერთობა რუსეთთან, რისთვისაც მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომაა საჭირო.„ახლა არსებობს ნიშნები იმისა, რომ ასეთი მოლაპარაკებები შესაძლოა, მალე დაიწყოს“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.ამასთან, ვადეპულმა მოუწოდა ევროპელებს, „არ დაუშვან, რომ აშშ-მა უკრაინაში ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების წარმოებაზე მონოპოლია შეინარჩუნოს“.„ჩვენ ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობა უნდა მივიღოთ. ომი ხომ ევროპის ტერიტორიაზე მიმდინარეობს“, – განაცხადა ვადეპულმა.ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ომის დასრულების შესახებ „ნებისმიერი შეთანხმება“, პირველ რიგში, უკრაინამ უნდა დაამტკიცოს.

ანდრეი ბაბიში

მსოფლიო • 1790701440

ანდრეი ბაბიში აცხადებს, რომ რუსეთი ბალტიისპირეთის რომელიმე ქვეყანას თავს თუ დაესხმება, პრაღა NATO-ს ვალდებულებებს შეასრულებს

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში აცხადებს, რომ რუსეთი ბალტიისპირეთის რომელიმე ქვეყანას თუ თავს დაესხმება, პრაღა NATO-ს ვალდებულებებს შეასრულებს.ბაბიშის თქმით, უსაფრთხოების გამოწვევებს ქვეყნის პრეზიდენტთან განიხილავს.„ამაზე ხმამაღლა რომ არ ვსაუბრობთ და ჟურნალისტები მასალას ვერ იღებენ, არ ნიშნავს, რომ ამ საკითხზე არ ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, ვემზადებით. ღმერთმა დაიფაროს, რუსეთი ბალტიისპირეთის რომელიმე ქვეყანას თავს თუ დაესხმება, მე-5 მუხლის შესაბამისად, ორი ბრიგადა უნდა გავგზავნოთ“, – განაცხადა ჩეხეთის პრემიერმა.ცნობისთვის, დასავლეთ ევროპის მთავრობები და სადაზვერვო სამსახურები აცხადებენ, რომ იზრდება ალბათობა, რუსეთი გააძლიერებს ჰიბრიდულ თავდასხმებს, მათ შორის დივერსიებს ან შეზღუდულ სამხედრო თავდასხმასაც.

დონალდ ტუსკი

მსოფლიო • 1790699138

რუსეთის აგრესიული მოქმედებები უკრაინის წინააღმდეგ სულ უფრო უახლოვდება პოლონეთის საზღვარს - დონალდ ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ წინ ძალიან რთული კვირები და თვეებია, რაც „რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ უკიდურესად აგრესიულ პოზიციას“ უკავშირდება.დონალდ ტუსკის განმარტებით, რუსეთის ეს აგრესიული მოქმედებები პოლონეთის საზღვარს „სულ უფრო უახლოვდება“.„წინ ძალიან რთული კვირები და თვეებია, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ სულ უფრო აგრესიულ პოზიციას უკავშირდება და, სამწუხაროდ, რუსეთის ეს აგრესიული მოქმედებები უკრაინის წინააღმდეგ სულ უფრო უახლოვდება ჩვენს საზღვარს“, – აღნიშნა ტუსკმა.მისივე თქმით, პოლონეთის მთავრობა და სპეცსამსახურები კონცენტრირებულნი არიან იმაზე, რომ საფრთხე პოლონეთის ტერიტორიაზე არ გავრცელდეს.„ჩვენ კონცენტრირებული ვართ იმაზე, რომ პოლონეთის მხარეს ცუდი არაფერი მოხდეს“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.დონალდ ტუსკი 28 სექტემბერს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. რუსული რეაქტიული დრონი უკრაინის ტერიტორიაზე, პოლონეთთან, დოროჰუსკის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან დაახლოებით ორ კილომეტრში ჩამოვარდა.„ყოველ ღამით თუ დღე-ღამის განმავლობაში, ჩვენ იძულებულნი ვართ არაერთხელ გავააქტიუროთ ჩვენი ავიაცია, რადგან რუსეთის თავდასხმებმა პოლონეთის საზღვართან – კერძოდ, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებსა და საზღვრის მიმდებარე ინფრასტრუქტურაზე – უკვე სისტემატური ხასიათი მიიღო“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.მისივე თქმით, პოლონეთის შესაბამისი სამსახურები აღმოსავლეთ საზღვრის მიღმა შექმნილი ვითარების გამო გაძლიერებულ მზადყოფნაში იმყოფებიან.

ტრამპი

მსოფლიო • 1790695740

The Atlantic: ტრამპმა შესაძლოა რუსეთს სანქციების ნაწილი უკრაინაში ომის დასრულებამდე მოუხსნას

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა აღმოსავლეთ ევროპაში, ჯონ კოულმა თეთრი სახლის ლიდერს ახალი დიპლომატიური ინიციატივით მიმართა. გეგმა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არსებული ჩიხური სიტუაციიდან გამოსვლას ითვალისწინებს - კერძოდ, რუსეთისთვის სანქციების ნაწილობრივ მოხსნას კრემლის პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ. ამის შესახებ გამოცემა The Atlantic-ის ჟურნალისტი, საიმონ შუსტერი იტყობინება.ავტორის ინფორმაციით, ინიციატივა ჯერ ადრეულ ეტაპზეა, თუმცა მან შესაძლოა ტრამპს კრემლთან კომუნიკაციის დამყარების ახალი არხი გაუხსნას. ეს მიმართულება უკრაინის ომის მიღმა არსებულ საკითხებს ეხება, რომლის შეჩერებასაც ვაშინგტონი ამ ეტაპზე ვერ ახერხებს. გარდა ამისა, სტრატეგიამ შესაძლოა ხელი შეუწყოს აშშ-ისთვის ხელსაყრელი კონტრაქტების დადებას რუსული ნავთობპროდუქტების მიწოდებაზე, ხოლო პოლიტპატიმრების გათავისუფლებამ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიის მიღების არგუმენტები გაუძლიეროს.შუსტერი აღნიშნავს, რომ ამ მიდგომამ შესაძლოა უკრაინელების გარდა ევროპელებისა და ამერიკელების ნაწილის უკმაყოფილებაც გამოიწვიოს, რადგან მსგავსი გარიგება რუსეთს საშუალებას მისცემს, მეტი ფინანსური რესურსი მიმართოს უკრაინაში ტერორისკენ.აღნიშნული სტრატეგია კოულმა მანამდე ბელარუსში გამოსცადა, სადაც ასობით პოლიტპატიმრის გათავისუფლებას მიაღწია, სანაცვლოდ კი აშშ-მა ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმს სანქციები შეუმსუბუქა. ახლა კოულმა, ტრამპის თანხმობით, იგივე მიდგომის გამოყენება ვლადიმირ პუტინთანაც გადაწყვიტა. კოულის აზრით, ეს ვარიანტი სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესსაც წაადგება.„ეს ყველაფერი მშვიდობის დამყარებას უწყობს ხელს. რაც მეტია ურთიერთქმედება და კომპრომისი - იქნება ეს ეკონომიკურ სფეროში, პატიმრების საკითხში თუ სხვაგან - ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ მშვიდობამდე. ეს თავისებური მისიაა“, - განუცხადა კოულმა შუსტერს.უკრაინული მხარე შექმნილ სიტუაციას სრულიად განსხვავებულად აფასებს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შუსტერთან საუბარში აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ომის დასრულებამდე რუსეთისთვის სანქციების მოხსნის ნებისმიერი მცდელობა დაბლოკოს, თუმცა იქვე აღიარა, რომ ეს მარტივი არ იქნება.უკრაინელი მომლაპარაკებლებისთვის ცნობილია ტრამპის გეგმების შესახებ, გამოიყენოს სამშვიდობო პროცესი ბიზნესგარიგებების წასახალისებლად. თუმცა, წყაროების ცნობით, ტრამპის წარმომადგენლები ამ ეტაპზე ვერ ხედავენ რუსეთთან ბიზნესის კეთების შესაძლებლობას უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტამდე მაინც. კოულის გეგმა კი სწორედ ამ დაბრკოლების გვერდის ავლის გზად მოიაზრება.ავტორის ცნობით, კოულს ეს იდეა რუს დისიდენტ დმიტრი მურატოვთან შეხვედრისას გაუჩნდა, რომელმაც მიხეილ გორბაჩოვისა და რონალდ რეიგანის თანამშრომლობის პრეცედენტი გაიხსენა. იმ პერიოდში ვაშინგტონი მოსკოვს პატიმართა სიებს გადასცემდა, რასაც საბჭოთა მხარე ეთანხმებოდა, ამან კი ქვეყნებს შორის დაძაბულობა შეამცირა.ამჟამად აშშ კვლავ კონცენტრირებულია ომის დასრულების მცდელობაზე. ამ თვეში აბუ-დაბიში დაგეგმილია სამმხრივი შეხვედრა ენერგეტიკულ სექტორში ცეცხლის შეწყვეტის განსახილველად, ასევე არსებობს ეგვიპტის ინიციატივა შავ ზღვაში სატვირთო გემებზე თავდასხმების შეჩერებაზე. თუმცა, კიევში ამ შეხვედრების ეფექტიანობის გაზაფხულამდე არავის სჯერა.ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ შუსტერთან საუბარში აღნიშნა, რომ სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ პატიმრების ვაჭრობა რეჟიმებს მხოლოდ წაახალისებს, რომ უფრო მეტი ადამიანი დააკავონ.„ადამიანებით ვაჭრობა მათ არაფერი უჯდებათ. მათ ყოველთვის შეუძლიათ მეტი ადამიანის დაპატიმრება, მაშინ როდესაც დასავლეთი სანქციების გაუქმებითა და გარიგებებით ამ რეჟიმებზე გავლენას კარგავს“, - ხაზგასმით აღნიშნა ტიხანოვსკაიამ.

✕