ალუდა ღუდუშაური გიორგი ზურაბაშვილსა და მიხაილ გალუზინს შორის კომუნიკაციაზე ოპოზიციის სპეკულაციებთან დაკავშირებით: ეს არის პოლიტიკური სპეკულაციის მორიგი უსუსური მცდელობა. რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობაზე საუბარი შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი დააბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს

ალუდა ღუდუშაური

ეს არის უსუსური პოლიტიკური სპეკულაციის მორიგი მცდელობა. არაფრით განსხვავდება [აბაშიძე -კარასინის ფორმატისგან], მანამდეც იყო ეს ფორმატი. ეს არის ჭიქაში ქარიშხლის ატეხის მორიგი მცდელობა, - ასე ეხმაურება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალუდა ღუდუშაური ოპოზიციის სპეკულაციებს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინს შორის პირველ კომუნიკაციას უკავშირდება.

როგორც მან „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა, რადიკალებმა კარგად იციან, როგორ უნდა „იპარაზიტონ პოლიტიკურად იმ თემებით, რომლებიც ჭიქაში ქარიშხლის მორიგი მცდელობა არის“.

„მრავალი წელია ეს ფორმატი არის. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობაზე საუბარი შეიძლება მას შემდეგ, რაც რუსეთი დააბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

✕