1794829587
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსებაში მონაწილეობის გამო, ევროკავშირმა 12 ფიზიკური და 101 იურიდიული პირი დაასანქცირა
ევროკავშირმა 12 ფიზიკური და 101 იურიდიული პირი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსებაში მონაწილეობის გამო დაასანქცირა.
როგორც ცნობილია, სანქციების სია დაახლოებით 50 რუსულ ბანკსა და ფინანსურ ინსტიტუტებს მოიცავს.
„რუსეთის საბანკო სექტორის წინააღმდეგ სანქციების თანდათანობითი გამკაცრებითა და გაფართოებით, ევროკავშირი უჭრის ფინანსურ არხებს, რომელთა მეშვეობითაც ხდება სახელმწიფო შემოსავლების დამუშავება და რუსეთის სამხედრო ოპერაციების დაფინანსდება“, – წერია განცხადებაში.
როგორც ცნობილია, სანქციები შეეხება რუსული Wildberries-ის ერთადერთ აქციონერსა და პირს, რომელიც ელექტრონული კომპანია Ozon-ის საკონტროლო წილს აკონტროლებს.
ახალი სანქციების სიაში რუსეთის ნავთობისა და ენერგეტიკის სექტორში ჩართული იურიდიული პირები და ბიზნესმენები შედიან. ამასთან, ენერგეტიკული კომპანიები მართავენ რუსეთის ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებს და სანქტ პეტერბურგში მდებარე ნავთობტერმინალს.
სიაში ასევე შედიან არაბთა გაერთიანებული საამიროების, ჩინეთის, სეიშელის კუნძულების და ომანის ის კომპანიები, რომლებიც რუსული წარმოშობის ნავთობპროდუქტების მყიდველები არიან. ასევე, ბიზნესმენები, რომლებიც ფლობენ ან მართავენ ევროკავშირის შემზღუდავი ზომების ქვეშ მყოფ გემებს და უკანონოდ გადააქვთ რუსული ნავთობი.
როგორც ცნობილია, სანქციების რეჟიმში შემავალი ფიზიკური პირები ექვემდებარებიან აქტივების გაყინვას და აკრძალულია მათთვის პირდაპირ ან ირიბად ეკონომიკური რესურსების მიწოდება. გარდა ამისა, სიაში შეყვანილ ფიზიკურ პირებს ევროკავშირში შესვლა ეკრძალებათ.








