რუსეთის რამდენიმე მსხვილი ნავთობგადასამუშავებელი და ნავთობქიმიური ქარხანა ევროკავშირის ახალი სანქციების სიაში მოხვდა

ევროკომისია

რუსეთის რამდენიმე მსხვილი ნავთობგადასამუშავებელი და ნავთობქიმიური ქარხანა ევროკავშირის ახალი სანქციების სიაში მოხვდა.

„ენერგეტიკული სექტორი, კერძოდ კი ნავთობის ინდუსტრია, წარმოადგენს სექტორს, რომელიც რუსეთის ფედერაციის მთავრობისთვის შემოსავლების მნიშვნელოვან წყაროს უზრუნველყოფს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

სანქცირებულთა სიაშია კომპანია „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატი“, რომელიც ბაშკირეთის რესპუბლიკაში მდებარე ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას აკონტროლებს.

ევროკავშირის ახალი შეზღუდვები ასევე გავრცელდა იმ ფირმებზეც, რომლებიც ენერგორესურსების ძებნა-დაზვერვასა და მოპოვებას ეწევიან, აგრეთვე ახორციელებენ რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვას, ტრანსპორტირებასა და გაყიდვას.

✕