შუქი

რეგიონი 1786690155

ოჩამჩირის რაიონში ელექტროგადამცემ ხაზზე ავარიის შედეგების აღმოსაფხვრელად სამუშაოები მიმდინარეობს

„ჩერნომორენერგოს“ სპეციალისტები ოჩამჩირის რაიონში, სოფელ პაკუაშში, ელექტროგადამცემ ხაზზე მომხდარი ავარიის შედეგებზე მუშაობენ.ელჭექის შედეგად ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენს მეხი დაეცა, რის გამოც 220-კილოვოლტიან ხაზზე ავარიული გათიშვა მოხდა.ავარიის გამო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ქალაქ სოხუმის ნაწილი და რესპუბლიკის მთელი დასავლეთი ნაწილი. ამ დროისთვის ავარიის ზუსტი ადგილი და მიზეზი დადგენილია. ავარიულ-სარეაბილიტაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ენერგეტიკოსები ყველა საჭირო ღონისძიებას ატარებენ, რათა დაზიანების მიზეზი უმოკლეს ვადაში აღმოიფხვრას და ელექტროენერგიის მიწოდება აღდგეს.სამუშაოების მიმდინარეობისა და ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

უკრაინა

მსოფლიო 1786637220

ევროკომისია: უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება ევროკავშირის უპირობო პრიორიტეტია

ევროკავშირში უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას უპირობო პრიორიტეტად მიიჩნევენ. ევროკომისიის წარმომადგენლის, ანიტა ჰიპერის განცხადებით, ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელი, კაია კალასი იმ წევრი ქვეყნების მთავრობებს მიმართავს, რომლებსაც საწყობებში Patriot-ის სისტემის რაკეტები აქვთ, უმოკლეს ვადებში გადასცენ ისინი უკრაინას.ჰიპერმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ კალასი მუდმივ კონტაქტზეა ევროპულ მთავრობებთან, რათა უზრუნველყოს უკრაინის საჭიროებებისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების მოცულობისა და სიჩქარის გაზრდა.საკუთარი მარაგებიდან შეიარაღების გადაცემის გარდა, ევროკავშირმა გაააქტიურა მუშაობა ერთობლივ შესყიდვებზეც. კერძოდ, ჩქარდება იარაღის შესყიდვის პროცედურები SAFE პროგრამის ფარგლებში, რომელშიც უკრაინაც მონაწილეობს.

 რობერტ შაგეევი

მსოფლიო 1786616354

სევასტოპოლში სავარაუდოდ უკრაინული წყალქვეშა ნავის ყოფილი მეთაური მოკლეს, რომელიც რუსეთის მხარეს გადავიდა

ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში სავარაუდოდ უკრაინული წყალქვეშა ნავის „ზაპოროჟიეს“ ყოფილი მეთაური რობერტ შაგეევი მოკლეს, რომელიც ყირიმის ოკუპაციის შემდეგ 2014 წელს რუსეთის მხარეს გადავიდა და რუსულ ჯარში გააგრძელა სამსახური. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.მედიის ცნობით, რამდენიმე საათის წინ სევასტოპოლში აფეთქების ხმა გაისმა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ერთ-ერთ შენობაში კიბეზე ჩამოდიოდა, როცა მანდვე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.რუსული მედია, თავის მხრივ, წერს, რომ საქმეზე დაკავებულია ქალი, რომელმაც კიბესთან ახლოს მდებარე ნაგვის ურნაში ზურგჩანთა მოათავსა, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო.

ზელენსკი

მსოფლიო 1786553653

იანვრიდან აგვისტომდე ჩვენმა ძალებმა ეფექტური შეტევითი ოპერაცია ჩაატარეს - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინამ მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტომდე რუსული ოკუპაციისგან 745 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიბრუნა, მათ შორისაა 26 სოფელი. ამის შესახებ ზელენსკიმ უკრაინის სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.მისივე ცნობით, ამავე პერიოდში უკრაინელებმა დაახლოებით 10 000 რუსი სამხედრო მოკლეს, 6 600-ზე მეტი კი დაშავდა.„მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტომდე ჩვენმა საჰაერო-სადესანტო ძალების მეომრებმა და სხვა დანაყოფებმა ოლექსანდრივსკის სექტორში ეფექტური შეტევითი ოპერაცია ჩაატარეს. ჩვენი ჯარების აქტიური ოპერაციების წყალობით, ოკუპაციის კონტინგენტს მნიშვნელოვანი დანაკარგები მიადგა. რუსეთის დანაკარგებმა, სულ მცირე, 9 550 დაღუპული და 6 600-ზე მეტი დაჭრილი შეადგინა. უკრაინის „ტყვეთა გაცვლის ფონდიც“ შეივსო. ოპერაციის განმავლობაში გათავისუფლდა 745 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია. დნეპრის, დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში 26 სოფელი უკრაინის კონტროლს დაუბრუნდა“, – აცხადებს ზელენსკი.ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი და კიევი ოპერაციებს ზუსტად ახორციელებს.„ჩვენი ეს შეტევითი ოპერაცია ზუსტად განხორციელდა, ზუსტად ისე, როგორც იყო დაგეგმილი. დღეს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, მიხაილ დრაპატიმ, გენერალური შტაბის უფროსმა იგორ სკაიბიუკმა და უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო-სადესანტო მოიერიშე ძალების მეთაურმა ოლეგ აპოსტოლმა ამ აქტიური ოპერაციების შედეგებისა და შემდგომი ნაბიჯების შესახებ ანგარიში წარადგინეს. ვამაყობ უკრაინელი მეომრების სიმამაცით! დიდება უკრაინას!“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

პოლიტიკა

მსოფლიო 1786434900

რუსეთი სომხეთს მოუწოდებს, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმი 2026 წლის დეკემბრამდე ჩაატაროს

რუსეთის საგარეო უწყება სომხეთს მოუწოდებენ, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმი 2026 წლის დეკემბრამდე ჩაატაროს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „იტარ ტასისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.გალუზინის თქმით, სომხეთმა ეროვნული რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს 2026 წლის დეკემბრამდე, ვიდრე ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები შეხვედრაზე ერევნის მიმართ შესაძლო შემდგომ ნაბიჯებს განიხილავენ.„აშკარაა, რომ ამ დროისთვის რეფერენდუმის ჩატარების მოწოდებას ერევანში თუ არ შეისმენენ, ლიდერები ამ ფაქტს გაითვალისწინებენ შესაბამისი შემდგომი ერთობლივი ნაბიჯების განსაზღვრისას“, – განაცხადა გალუზინმა.​რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაიხსენა რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის პრეზიდენტების 29 მაისის ერთობლივი განცხადება, რომელშიც სომხეთის ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ ქვეყანაში უმოკლეს ვადაში უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების ან ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შემადგენლობაში დარჩენის საკითხზე.გალუზინის თქმით, განცხადებაში კონკრეტული თარიღი მითითებული არ ყოფილა, თუმცა საკითხი დაკავშირებულია 2026 წლის დეკემბრის შეხვედრასთან.„ამ საკითხზე კვლავ იმსჯელებენ ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს დეკემბრის სხდომაზე, როდესაც სახელმწიფოების ლიდერებს უნდა წარედგინოთ მოხსენება სომხეთის მიმართ 2014 წლის 29 მაისის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების შეჩერების შესაძლო შედეგების თაობაზე“, – ამბობს გალუზინი.გალუზინმა ასევე გააკრიტიკა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პოზიცია რეფერენდუმის საკითხზე და განაცხადა, რომ ფაშინიანის განცხადებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება.მისი თქმით, სომხეთის კონსტიტუციის 205-ე მუხლის მიხედვით, საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებული მსგავსი რეფერენდუმის ინიცირება სწორედ სომხეთის მთავრობამ უნდა მოახდინოს.მისივე თქმით, 2025 წელს, როდესაც განიხილებოდა კანონი „ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“, სომხური მხარე ამტკიცებდა, რომ რეფერენდუმი საჭირო არ იყო, რადგან ეს კანონი მხოლოდ პოლიტიკური დეკლარაცია იყო და პრაქტიკულ სამართლებრივ შედეგს არ იწვევდა.ამას გარდა, გალუზინი „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“ სომხეთის წევრობაზე ამბობს, რომ ამ ორგანიზაციაში  სომხეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის საკითხი შესაძლოა, 11 ნოემბრის სამიტზე განიხილონ.„ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრის მიმართ შესაძლო შემზღუდავი ზომების მიღებას ეხება, მთლიანად კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს პრეროგატივაა. საბჭოში ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მეთაურები შედიან და მას შეუძლია ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ორგანიზაციის წესდების საფუძველზე“, – განაცხადა რუსმა დიპლომატმა.რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წესდება საერთაშორისო ხელშეკრულებაა და მისი ყველა მხარე ვალდებულია, კეთილსინდისიერად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის ორგანიზაციის საქმიანობის დაფინანსებაში მონაწილეობა.მისივე თქმით, ერევნის მიერ ორგანიზაციის მუშაობაში მონაწილეობაზე უარი და ორგანიზაციის ბიუჯეტის შესახებ ყოველწლიურ გადაწყვეტილებებზე ხელმოწერისგან თავის შეკავება არ ნიშნავს, რომ სომხეთი გათავისუფლებულია ფინანსური ვალდებულებებისგან.„ერევნის უარი ორგანიზაციის მუშაობაში მონაწილეობაზე და ის რომ ერევანი ორგანიზაციის  ბიუჯეტის შესახებ ყოველწლიურ გადაწყვეტილებებს ხელს არ აწერს,  მხოლოდ სომხეთისთვის მინიჭებული უფლების გამოუყენებლობას ნიშნავს, მაგრამ ეს არ წყვეტს სომხეთის ვალდებულებას, დროულად გადაიხადოს ეროვნული შენატანი“, – განაცხადა გალუზინმა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში მათი ინსტიტუციური ეფექტიანობის შესანარჩუნებლად არსებობს სპეციალური პროცედურები იმ შემთხვევებისთვის, როდესაც წევრი ქვეყანა ვალდებულებებს არ ასრულებს.ცნობისთვის,  სომხური გაზეთი „გრაპარაკი“, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, წერს, რომ ოფიციალურმა მოსკოვმა ნიკოლ ფაშინიანს დაახლოებით ერთი თვე მისცა, რათა საბოლოოდ განსაზღვროს ქვეყნის არჩევანი ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს შორის.გამოცემის წყაროების ცნობით, თუ ერევანი არჩევანს არ გააკეთებს, მოსკოვმა შესაძლოა, ეკონომიკური სანქციებისა და საექსპორტო შეზღუდვების გარდა უფრო მკაცრი ზომებიც გამოიყენოს.„რას გულისხმობენ კონკრეტულად და რას უნდა ველოდოთ ეკონომიკური სანქციებისა და ექსპორტის შეზღუდვების გარდა, ჩვენმა წყაროებმა ხელისუფლებაში არ იციან. მათ მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტული მაგალითი მოიყვანეს, რომლებზეც საუბრისას თავადაც კი შეშფოთებას გამოხატავდნენ“, – წერს „გრაპარაკი“.გამოცემის ინფორმაციით, ერთ-ერთი შესაძლო ნაბიჯი შეიძლება, რუსეთში მცხოვრები სომეხი მიგრანტების საკითხს უკავშირდებოდეს. წყაროების ვარაუდით, მოსკოვმა შესაძლოა,მათი მასობრივი დეპორტაცია დაიწყოს.„გრაპარაკის“ ინფორმაციით, მეორე ნაბიჯი შესაძლოა, სომხეთთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა ან სრულად შეწყვეტა იყოს. გამოცემის წყაროების თანახმად, ეს გამოიწვევს ტურიზმის შემცირებას, ავიაბილეთების მკვეთრ გაძვირებასა და ტექნიკურ პრობლემებს. ამის შემდეგ, მათი თქმით, მოსკოვმა შესაძლოა, ზეწოლა გაზის მიწოდებისა და სხვა სფეროების მიმართულებითაც გააძლიეროს.

მანგლისი

რეგიონი 1786429208

თბილისი (პანტიანი)-მანგლისის გზის 21.3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი (პანტიანი)-მანგლისის საავტომობილო გზაზე 21.3 კმ-იან მონაკვეთს სრული რეაბილიტაცია უტარდება.სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ლევან დარახველიძე და მისი მოადგილე, გიორგი გრიგალავა.ეს გზა მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი მარშრუტია და მისი რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილების უსაფრთხოებასა და კომფორტს. დეპარტამენტი უწყვეტ რეჟიმში აკონტროლებს სამუშაოების მიმდინარეობას და ტემპს, რათა პროექტი განსაზღვრულ ვადებში დასრულდეს.არსებული საგზაო საფარი მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული, რის გამოც ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებით მიმდინარეობდა. თბილისი (პანტიანი)-მანგლისის გზა უერთდება კოდა-მანგლისი-ფარცხისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზას და წარმოადგენს თბილისთან უმოკლეს დამაკავშირებელ მარშრუტს.უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი ასფალტ-ბეტონის საფარის, წყალგამტარი მილების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ასევე ადგილობრივი გზების შესასვლელებისა და მიერთებების მოწყობა. გარდა ამისა, განხორციელდება უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებები — საგზაო ნიშნების განთავსება და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.პროექტის ჯამური ღირებულება 32.4 მილიონ ლარამდეა და ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სამუშაოები დაიწყო მიმდინარე წელს და მათი დასრულება იგეგმება 2027 წელს.დეპარტამენტი განაგრძობს სამუშაოების მონიტორინგს, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროექტის ხარისხიანად და დროულად განხორციელება.

დონალდ ტრამპი

მსოფლიო 1786383900

ირანისგან კომპენსაციას ვითხოვ - დონალდ ტრამპი

ირანისგან კომპენსაციას ვითხოვ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ  ირანმა კომპენსაცია დაღუპული უდანაშაულო დემონსტრანტების ოჯახებსაც უნდა გადაუხადოს.„ვხედავ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენლები კომპენსაციას ითხოვენ იმ ზიანისთვის, რომელიც მიადგათ ხუთთვიანი სამხედრო კონფლიქტის დროს (რომელიც იმიტომ დაიწყო, რომ მათ ბირთვული იარაღი არ ექნებათ!), მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენთან არცერთ მოლაპარაკებებსა და შეხვედრაზე ნახსენები არ ყოფილა! თუმცა, ეს საინტერესო იდეაა, რადგან ახლა მეც ვითხოვ ირანისგან კომპენსაციას, ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც მოკლეს.ასევე, კომპენსაცია უნდა გადაუხადონ ასობით ათასი უდანაშაულო დემონსტრანტის ოჯახს, რომლებიც ირანმა ბოლო 50 წლის განმავლობაში მოკლა, რომ აღარაფერი ვთქვათ ბოლო ხუთი თვის განმავლობაში მოკლულ 52000 ადამიანზე. ჩემს წარმომადგენლებს დავავალე, რომ ეს საკითხი ნებისმიერ მომავალ მოლაპარაკებებში მტკიცედ წამოაყენონ“, -წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

ტრამპი

მსოფლიო 1786381980

დონალდ ტრამპი ირანთან მოლაპარაკებებში ახალ პირობას აყენებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების პროცესში ახალი პირობა დააყენა და განაცხადა, რომ ახლა ის ირანისგან წარსულში ჩადენილი დანაშაულებებისთვის კომპენსაციას მოითხოვს - მას შემდეგ, რაც თეირანმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნისთვის აშშ-ის მხრიდან კომპენსაციის გადახდა იქნება საჭირო.„ვხედავ, ირანის ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენლები ბოლო ხუთთვიანი სამხედრო კონფლიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ (რომელიც იმის გამო დაიწყო, რომ მათ ბირთვული იარაღი არ ექნებათ!), მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენს არცერთ მოლაპარაკებასა თუ შეხვედრაზე არასდროს უხსენებიათ!“ - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.„თუმცა, ეს საინტერესო იდეაა“, - განაგრძო მან. „რადგან ახლა მეც ზუსტად ასე მოვითხოვ ირანისგან კომპენსაციას იმ ყველა ადამიანისთვის, რომლებიც მათ თავიანთი ნაღმებითა თუ მრავალი კონფლიქტით მოკლეს და მძიმედ დაჭრეს“.პრეზიდენტის თქმით, კომპენსაცია ასევე უნდა გადაეცეთ „იმ ასობით ათასი უდანაშაულო მომიტინგის ოჯახებს, რომლებიც ირანმა ბოლო 50 წლის განმავლობაში მოკლა“.„ჩემს წარმომადგენლებს უკვე მივეცი მითითება, რომ ეს მოთხოვნა უპირობოდ ჩართონ ნებისმიერ და ყველა მომავალ მოლაპარაკებაში“, - დაასკვნა მან.

სააკაშვილი

პოლიტიკა 1786083062

სააკაშვილი: არ მივატოვე ხალხი განსაცდელში, საქართველო, მთელი დემოკრატიული სამყარო ფეხზე დავაყენე და ქვეყანა გადავარჩინეთ, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია იმ ომის ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს

რაზე სკდებიან ბოღმით „ქოცები“ და მათი პატრონები, რუსები 2008 წლის აგვისტოსთან დაკავშირებით, მათ ვერ უპატიებიათ ჩემთვის, რომ არ დავტოვე საქართველო, როგორც პუტინი და სარკოზი მოითხოვდნენ და ამერიკელები მთავაზობდნენ, – ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, 2008 წელს საკუთარი თავის გადარჩენისთვის არ მიუტოვებია ხალხი განსაცდელში.„რაზე სკდებიან ბოღმით ქოცები და მათი პატრონები, რუსები 2008 წლის აგვისტოსთან დაკავშირებით, მათ ვერ უპატიებიათ ჩემთვის, რომ არ დავტოვე საქართველო, როგორც პუტინი და სარკოზი მოითხოვდნენ და ამერიკელები მთავაზობდნენ. საკუთარი თავის გადარჩენისთვის არ მივატოვე ჩემი ხალხი განსაცდელში, პირიქით სრულიად საქართველო და მთელი დემოკრატიული სამყარო ფეხზე დავაყენე და საქართველო გადავარჩინეთ იმას, რომ რუსეთმა 2008-ში ვერ მიაღწია იმ ომის ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს და ჩვენ კი გავაგრძელეთ დიდი აღმშენებლობაც და მსოფლიოში ყველაზე წარმატებული რეფორმები.ისინი დღემდე სასტიკად გაბრაზებულები არიან და პიარის პერსონას უწოდებენ ჩვენს ალვანელ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს, იმისთვის რომ თავი არ დახარა, დამპყრობლის ჩექმებს არ აკოცა, უმაღლეს მთავარ სარდალს არ შეაგინა და უყოყმანოდ გაწირა სიცოცხლე საქართველოსთვის. ქოცს, რომელიც საკუთარი ნებით დახოხავს დამპყრობლის წინაშე, ისტერიულად ეშინია ასეთი გაუტეხელი ადამიანების, ამიტომაც ებრძვიან გიორგის ხსოვნას.მათ ვერ უპატიებიათ ქართული ჯარისთვის, რომ სრულიად უთანასწორო ბრძოლაში მოგვაგებინა რამდენიმე დღე, სანამ მსოფლიო ჩაერეოდა, ამიტომაც ლამობენ ქართული ჯარის დასაჭურისებას, საბრძოლო სულისკვეთების ჩაკვლას, ამიტომაც მოკლეს ქართული სამხედრო წარმოება და ბოლოს, მათ ვერ უპატიებიათ ქართველი ერისთვის, რომ გადამწყვეტ მომენტში ერთ მუშტად შევიკარით, ჩვენი განსხვავებები გვერდზე გადავდეთ და ასე ერთიანი წარვდექით მტრის და მსოფლიოს წინაშე.სწორედ ამიტომ 14 წელია უმოწყალოდ შურს იძიებენ ქართველებზე, თავისუფლებას ართმევენ, ამცირებენ, ავიწროებენ, ქვეყნიდან ყრიან და მათ ნაცვლად რუსებს და სხვებს ასახლებენ, მთელს მსოფლიოში სახელს უტეხავენ. ერთი უღირსი მოღალატის პირად მონობაში და საკუთრებაში გაყიდეს მთელი ქვეყანა.მაგრამ რამდენი ასწლეულიც არ უნდა გავიდეს, მომავალი თაობების ქართველებს ემახსოვრებათ, რომ ღირსება და თავისუფლება დავიცავით, დაუნდობელ იმპერიას ხელი შევუბრუნეთ, მსოფლიო დავარწმუნეთ, რომ ღირსი ვიყავით მხარდაჭერის და საერთაშორისო მასშტაბით უპრეცედენტო რეფორმები განვახორციელეთ, რომ უმძიმესი დარტყმის შემდეგ ისევ დავდექით ფეხზე და გავაგრძელეთ სწრაფი განვითარება და ძალიან წარმატებული საქართველოს პრეცედენტი შევქმენით.აღარ არიან ანწუხელიძე და შინდისის გმირები, აღარ ვიქნები მე და წავლენ დღევანდელი თაობები, მაგრამ დარჩევა და მრავალი სახეცვლილებით მაინც იარსებებს მარადიული საქართველოს იდეა, წარმოუდგენლად მამაცის, ნიჭიერის და მაშინაც კი, როცა აღარავინ არ ელის ამას, ყოველ ჯერზე ფეხზე წამომდგომი და სრულიად უიმედო სიტუაციებიდან გამარჯვებულად გამომსვლელის. დიდება გმირებს! დიდება მარადიულ საქართველოს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მკვლელი

მსოფლიო 1785933868

აშშ-ის სასამართლომ ორ მოზარდს 100 და 125 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ინდიანაში, ღამის კლუბთან მკვლელობაში მონაწილე ბანდის წევრებს სასჯელი მიესაჯათ. ABC News-ის ცნობით, 15 წლის ჯო მაიზ ლარიმ 100 წლით თავისუფლების აღკვეთა მიიღო, ხოლო მისმა თანამზრახველებმა კიდევ უფრო ხანგრძლივი სასჯელი.მედისონის ოლქის სასამართლომ მკაცრი სასჯელი გამოუტანა მიკი კობრა ნეიშენის ბანდის წევრებს. ანდერსონის 15 წლის მკვიდრმა ჯო მაიზ ლარიმ 26 წლის დეილა სვეინის მკვლელობისა და ბანდაში მონაწილეობისთვის 50-50 წლით თავისუფლების აღკვეთა მიიღო. მის თანამზრახველს, 19 წლის რაშონ სამუელსს, ორივე დანაშაულისთვის 125 წელი - 62,5 წელი - მოუწევს თავისუფლების აღკვეთა. ტრაგედია 2025 წლის 2 თებერვალს, ინდიანაპოლისის შტატის ქალაქ ანდერსონში, სონი რეის ღამის კლუბთან ახლოს მოხდა. პროკურორების თქმით, ბანდის წევრები ცდილობდნენ კიდევ ერთი მკვლელობის მოწმის მოკვლას, თუმცა 26 წლის დეილა სვეინი შემთხვევით მოკლეს ორმხრივი სროლის დროს. კიდევ ერთი ქალი დაიჭრა, ხოლო მესამე დაშავდა - მას მანქანა დაეჯახა, როდესაც მძღოლი ორმხრივი სროლის დროს გაქცევას ცდილობდა.ეს დანაშაული მოვლენათა ჯაჭვის ნაწილი იყო, რომელიც 2023 წელს დაიწყო. შემდეგ, 15 წლის ჯულიან კრეიგი შეიარაღებული ძარცვის დროს დაიღუპა. პროკურორები ამტკიცებენ, რომ ამ მკვლელობამ ლარი და სამუელსი აიძულა, ბანდის სხვა წევრებთან ერთად შეთქმულება მოეწყოთ კრეიგის მკვლელობის მოწმის მოსაკლავად. 2025 წლის ივნისში, 20 წლის დონავან ჰარისი, ასევე ანდერსონიდან, კრეიგის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს.ბანდის კიდევ ერთი წევრი, 19 წლის კაირი კრეივერი, ცალკე სასამართლო პროცესზე სვეინის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. 9 ივლისს მოსამართლე ჰაპმა მას 90 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ საქმეში მეოთხე ბრალდებულის სასამართლო პროცესი წლის ბოლომდეა დაგეგმილი.სასამართლომ აღნიშნა, რომ ბანდები კოორდინაციას უწევენ უკანონო საქმიანობას, იზიდავენ ახალ წევრებს და სჩადიან დანაშაულებს ფინანსური სარგებლის ან ჯგუფის მიზნების მისაღწევად. სწორედ ამიტომ გააერთიანა სასამართლომ სასჯელები - ცალკე მკვლელობისთვის და ცალკე ბანდის წევრობისთვის.ჯო მაიზ ლარის ჯერ კიდევ აქვს შანსი, რომ მისი სასჯელი გადაიხედოს. რადგან დანაშაულის ჩადენის დროს ის 18 წლამდე ასაკის იყო, ინდიანას შტატის კანონმდებლობა მას საშუალებას აძლევს, მოითხოვოს ხელახალი სასამართლო პროცესი პროკურორის თანხმობის გარეშე - მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის მინიმუმ 20 წლიან პატიმრობას მოიხდის.

ლენტა

ისტორიები 1785873111

კაზინოსა და ტოტალიზატორის ყველა მეწილე მოკლეს - როგორ გაძარცვეს თბილისის ერთ-ერთი დიდი ტოტალიზატორი 2001 წელს და რა სქემა გაიშიფრა გამოძიებისთვის მიცემული დირექტორის ჩვენებით

მეოცე საუკუნის მიწურულს საქართველოში ტოტალიზატორების ბუმი დაიწყო და ეს უწყებები დიდ ფულს შოულობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების ტექნოლოგიები მაშინ ჯერ კიდევ არ იყო მაღალ დონეზე, ამ უწყებებს არავინ ესხმოდა თავს.საქმე კი ის იყო, რომ ტოტალიზატორებს კანონიერი ქურდები აკონტროლებდნენ – „კრიშავდნენ“ და პროფესიონალმა მძარცველებმა ეს კარგად იცოდნენ. ამიტომ ამ უწყებებს გვერდს უვლიდნენ. თუმცა, 2001 წელს თბილისის ერთ-ერთ უმაღლეს საბუკმეკერო კანტორაში შეიარაღებული ძარცვა განხორციელდა.ავტომატებით შეიარაღებული ორი ნიღბიანი პიროვნება მოულოდნელად შეიჭრა ტოტალიზატორის დარბაზში. უმალვე განაიარაღეს ოთხი მცველი და სალაროდან არც მეტი, არც ნაკლები, 200 ათასი დოლარი გაიტაცეს. ხოლო ტოტალიზატორის დირექტორი, 28 წლის ლევან აბალაკი მძიმედ დაჭრეს. მას 6 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი და ექიმებმა სიკვდილს სასწაულებრივად გამოსტაცეს. ფეხზე დადგა მთელი მაშინდელი პოლიცია და შავი სამყარო. თუმცა „დიდი კუშით“ მიმალული ბოროტმოქმედების აღმოჩენა ვერ მოხერხდა.საქმე არც იმან დაძრა ადგილიდან, რომ მძარცველების პიროვნებებს ვინც გაშიფრავდა, მას 100 ათას ამერიკულ დოლარს გადაუხდიდნენ.საქმის მიმცემი200 ათასი დოლარის დაკარგვა დიდი ზარალი იყო. მაგრამ უფრო მეტი ზარალი იყო ავტორიტეტის შელახვა. ამიტომ, კაზინოს რეალურმა მეპატრონეებმა ჯილდო გააორმაგეს და ის 20 ათასი ამერიკული დოლარი გახდა, თუმცა მძარცველთა კვალზე დადგომა არც ამჯერად მოხერხდა.ამასობაში, სიკვდილთან მებრძოლი ლევან აბალაკი საბოლოოდ დაუძვრა სიკვდილს. სამთვიანი კომის შემდეგ გონება დაუბრუნდა და მისი დაკითხვა შესაძლებელი გახდა. აბალაკის დაკითხვა ფორმალურ ხასიათს ატარებდა და ეს პროცედურულად იყო საჭირო, თუმცა ამან მოულოდნელი შედეგი მოიტანა.28 წლის დირექტორმა ყოველგვარი ძალდატანებისა და იძულების გარეშე გამომძიებელ კოტე ძნელაძეს განუცხადა, რომ ტოტალიზატორის ძარცვის საქმის მიმცემი თავად იყო. შემსრულებელი კი – ომარ ნიკოლაიშვილი. აბალაკი და ნიკოლაიშვილი ძველი კალათბურთელები იყვნენ და ერთ გუნდში თამაშობდნენ.როგორც აბალაკმა განაცხადა, ნიკოლაიშვილს ძარცვისთვის უფრო შესაფერისი დღე (როდესაც სალაროში დიდი თანხა იქნებოდა) დაუსახელა და შენობაში შეღწევის ზუსტი სქემაც მიაწოდა.წინასწარი მოლაპარაკებით, ძარცვას უსისხლოდ უნდა ჩაეარა. შემდგომ კი მათ ნაძარცვი ფული უნდა გაეყოთ. თუმცა, როგორც ნათელი იყო, ნიკოლაიშვილმა მეწილეს მოშორება განიზრახა და ამიტომ ჩაცხრილა, მაგრამ ვერ მოკლა.გაირკვა ნიკოლაიშვილის „პაძელნიკიც“, რომელიც ვინმე ოთარ ჯაში აღმოჩნდა, თუმცა, ჯაში ძარცვის მეორე დღეს მტკვარში დამხრჩვალი აღმოაჩინეს და ვარაუდობდნენ, რომ ისიც ნიკოლაიშვილმა მოიშორა თავიდან.პოლიციამ გაუჩინარებული ნიკოლაიშვილის ძებნა დაიწყო, შეურაცხყოფილმა ავტორიტეტებმა კი ჯილდო 30 ათას დოლარამდე გაზარდეს.ორი გზავნილიომარ ნიკოლაიშვილის კვალს ვერავინ მიაგნო და ვარაუდობდნენ, რომ ის ყალბი საბუთებით საზღვარგარეთ გაიქცა. გამწარებულმა ავტორიტეტებმა შურისძიება აბალაკზე გადაწყვიტეს.თავდაპირველად მისი მოკვლა განიზრახეს. თუმცა, გადაიფიქრეს და ციხეში მჯდომი საქმის მიმცემი „საქათმეში“ ჰომოსექსუალთა საკანში გამოამწყვდიეს. ამის შემდეგ სულ რაღაც სამი თვე იყო გასული, რომ ლევან აბალაკი, რომელიც რვაწლიან სასჯელს იხდიდა და „რესბალნიცაზე“ (საავადმყოფო) იყო გადაყვანილი, მოულოდნელად გაიქცა. განაგრძეთ კითხვა

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1785824081

ირაკლი კობახიძე: როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქე „უსამშობლოებს“ საქართველოზე მეტად უკრაინაზე შესტკივათ გული, რადგან ასეთი დირექტივა აქვთ მიღებული - პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ მათი გაგებით, რუსეთი საქართველოს ნამდვილ ოკუპანტად უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ იქცა

კიდევ ერთხელ გასაგებად რომ განვმარტოთ, უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ არ ყოფილა ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც აგვისტოს ომის შემდეგ, ანუ მაშინ, როდესაც საქმე უშუალოდ მათ (ფორმალურად მაინც) სამშობლოს ეხებოდა, როდესაც რუსულ ოკუპაციას შეეწირა ასობით ქართველი ჯარისკაცის, პოლიციელისა და მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე, როდესაც წამებით მოკლეს გიორგი ანწუხელიძე, როდესაც დავკარგეთ 120-ზე მეტი ქართული სოფელი, როდესაც დევნილად იქცა ათიათასობით ჩვენი თანამოქალაქე და როდესაც მოხდა ის, რაც მანამდე რუსეთს ფიქრადაც კი არ ქონია - რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, - ვკითხულობთ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ წერილში.როგორც კობახიძე აცხადებს, პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ უცხოური აგენტურის გაგებით, რუსეთი საქართველოს ნამდვილ ოკუპანტად მხოლოდ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ იქცა. მისივე თქმით, აგენტურის ეს ემოციებიც სრულიად ყალბია, რადგან ისინი ყოველგვარი ღირებულებებისგან არიან დაცლილი.„უცხოურმა აგენტურამ რუსეთი დაუძინებელ მტრად მხოლოდ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ის უკრაინაში მეორედ შეიჭრა. უკრაინის მოქალაქეებზე რომ ვსაუბრობდეთ, რა თქმა უნდა, ეს სრულიად გასაგები იქნებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქე „უსამშობლოებს“ საქართველოზე მეტად უკრაინაზე შესტკივათ გული, რადგან ასეთი დირექტივა აქვთ მიღებული. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ მათი გაგებით, რუსეთი საქართველოს ნამდვილ ოკუპანტად არა საქართველოს, არამედ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ იქცა.ბუნებრივია, მათი ეს ემოციებიც სრულიად ყალბია, რადგან უცხოური აგენტურა ყოველგვარი ღირებულებებისგან არის დაცლილი, რაც დღემდე არაერთხელ დაამტკიცეს. თუმცა, ჩნდება ლოგიკური კითხვა - რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ, როდესაც საქმე საქართველოს ეხებოდა. საქართველოს სამშობლოდ ფორმალურადაც არ ცნობენ და უკრაინაა მათი სამშობლო? ლოგიკურია, რომ თუ ვინმეს რადიკალური ანტირუსული განწყობა უნდა ჩამოყალიბებოდა, ეს არა 2022 წლის, არამედ 2008 წლის შემდეგ უნდა მომხდარიყო. მათი დღევანდელი რუსოფობია რომ ყალბია, ეს კონკრეტული ფაქტებით დასტურდება. შორს რომ არ წავიდეთ, ყველამ ვიცით, რომ ელენე ხოშტარიასთვის რუსეთის სახელმწიფო ხაზინიდან გადარიცხულ მილიონობით რუსულ რუბლზე არავითარი რეაქცია არ აქვთ რუსოფობ პოლიტიკოსებს, „ენჯეოშნიკებს“, ჟურნალისტებსა და აქტივისტებს,“ - წერს საქართველოს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელში.