სამი ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული კაცი 23 წლის შემდეგ მამა სიკვდილით დასაჯეს - ყველაზე პატარა 2 თვის იყო

ლკჯლკჯ

აშშ-ის ტეხასის შტატში 46 წლის ჯონ ალენ რუბიო სიკვდილით დასაჯეს. მამაკაცი სამ მცირეწლოვან ბავშვზე სასტიკი ძალადობისა და მათი მკვლელობისთვის იყო მსჯავრდებული. დანაშაული 2003 წელს, ბრაუნსვილში მოხდა.

გამოძიების ინფორმაციით, 2003 წლის 11 მარტს რუბიომ და მისმა მეუღლემ, ანჯელა კამაჩომ, სამი ბავშვი მოკლეს: რუბიოს 2 თვის ქალიშვილი მერი ჯეინი, 1 წლის ვაჟი ჯონ ესტებანი და კამაჩოს 3 წლის ქალიშვილი ხულისა.

საქმის მიხედვით, მამაკაცი ამტკიცებდა, რომ ბავშვები ბოროტი სულებით იყვნენ შეპყრობილნი და საკუთარ თავს „რჩეულს“ უწოდებდა, რომელსაც მსოფლიოს გადარჩენა ევალებოდა. სასამართლო პროცესზე მისმა ადვოკატებმა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზეც ისაუბრეს და განაცხადეს, რომ მას პარანოიდული შიზოფრენია ჰქონდა. თუმცა, სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო.

რუბიოს პირველი გამამტყუნებელი განაჩენი 2007 წელს გაუქმდა, თუმცა 2010 წელს ხელახალი სასამართლო პროცესის შემდეგ მას კვლავ სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მისი თანამზრახველი, ანჯელა კამაჩო, სამუდამო პატიმრობას იხდის.

ჯონ ალენ რუბიო 2026 წლის 12 ნოემბერს, ჰანტსვილის ციხეში ლეტალური ინექციით სიკვდილით დასაჯეს. სიკვდილით დასჯამდე მან მეუღლის ოჯახის წევრებს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ წარსულის შეცვლა არ შეეძლო.

მომხდარის დროს, ბრაუნსვილში, იმ ადგილას, სადაც ბავშვები მოკლეს, მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო შეკრება გაიმართა.

✕