როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში – სად არის მოსალოდნელი წვიმა და თოვლი
1794806249
ტაილანდის სამხრეთ ნაწილში, საკურორტო კუნძულ ფუკეტზე კომერციულ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა.
„როიტერის“ ცნობით, ხანძარი შენობაში გაჩნდა, სადაც ავტომობილებს აქირავებდნენ. მოგვიანებით ცეცხლი რამდენიმე ახლომდებარე შენობაზე გავრცელდა.
ტაილანდის ხელისუფლების ცნობით, ხანძარი დაახლოებით, დილის 03:17 საათზე გაჩნდა და მეხანძრეებს ორი საათი დასჭირდათ მის ჩასაქრობად.
როგორც ცნობილია, დაშავებულთაგან 15 ტაილანდის მოქალაქეა, ერთი კი მიანმარის. პოლიციის ცნობით, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის ტურისტები არ არიან. ხანძრის გამომწვევი ჯერ უცნობია.