მოკლულია ცოლ-ქმარი - დიდუბეში მომხდარის ახალი დეტალები
1794418153
თბილისში, დიდუბეში ორი ადამიანი მოკლეს. შემთხვევა ერთ-ერთ კორპუსის სადარბაზოში, ლიფტთან მოხდა.
როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, მოკლულია 60 წელს გადაცილებული ცოლ-ქმარი. ორივე მათგანს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცველები იმყოფებიან და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.