კახა კალაძე

პოლიტიკა • 1790837338

კახა კალაძე: პირველმა ოქტომბერმა საქართველოს უახლეს ისტორიაში განსაკუთრებული კვალი დატოვა, 14 წლის მანძილზე ბევრი რამ გამოვიარეთ, მაგრამ არასდროს შეცვლილა ერთი რამ – საქართველოს ინტერესების დაცვა

პირველი ოქტომბერი – დღე, რომელმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში განსაკუთრებული კვალი დატოვა. 14 წლის წინ ქართველმა ხალხმა ისტორიული არჩევანი გააკეთა და „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის მართვა მიანდო. ამ დღეზე საუბარი შეუძლებელია ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული როლის აღნიშვნის გარეშე, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.როგორც კალაძე აღნიშნავს, სწორედ ბიძინა ივანიშვილის სახელთან, მის გადაწყვეტილებასთან და მის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებთან არის დაკავშირებული 2012 წლის პირველი ოქტომბრის პოლიტიკური მოვლენა, რომლის უკან უდიდესი პასუხისმგებლობა და ძალისხმევა იდგა.„ამ 14 წლის მანძილზე ბევრი რამ გამოვიარეთ -იყო სირთულეები, გამოწვევები, გამარჯვებები და წარმატებები, რა თქმა უნდა, შეცდომებიც. მაგრამ ერთი რამ არასდროს შეცვლილა – საქართველოს ინტერესების დაცვა და პასუხისმგებლობა ჩვენი მოსახლეობის წინაშე.ჩემთვის ეს წლები მხოლოდ პოლიტიკასა და ხელისუფლებაში ყოფნის წლები არ არის. ეს არის ყოველდღიური შრომა, უამრავი ადამიანის ნდობაზე ზრუნვა და მათ წინაშე არსებული უდიდესი პასუხისმგებლობა.ჩვენი მთავარი ძალა ყოველთვის იყო და იქნება ქართველი ხალხი.მადლობა თითოეულ ადამიანს ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და ჯანსაღი კრიტიკისთვისაც. მადლობა ყველას, ვინც ამ წლების განმავლობაში ჩვენ გვერდით იდგა და დღესაც საქართველოს უკეთესი მომავლისთვის იბრძვის.1 ოქტომბერს ვულოცავ „ქართული ოცნების“ დიდ ოჯახს. მადლობა თითოეულ თქვენგანს ერთგულებისთვის, თავდადებისა და იმ საქმისთვის, რომელსაც პასუხისმგებლობით ემსახურებით.გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, წარმატებას და კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ“, – წერს კახა კალაძე.

კახა კალაძე

პოლიტიკა • 1790776430

კახა კალაძე: მადლობა ჩინურ მხარეს მასპინძლობისთვის, დარწმუნებული ვარ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტი შეაჯამა. კალაძემ მადლობა გადაუხადა ჩინურ მხარეს მასპინძლობისთვის.როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, იმედოვნებს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.„ვიზიტის ფარგლებში, მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი ნანკინის მერს. მე, პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩინურ მხარეს ძალიან თბილი დახვედრისთვის, თბილი მასპინძლობისთვის. ჩვენი შეხვედრის მთავარი თემა იყო ქალაქებს შორის სამომავლო ურთიერთობები. განვიხილეთ ასევე დაძმობილების შესაძლებლობაც. ამასთან, ჩინურ მხარეს მადლობა მინდა, გადავუხადო მასპინძლობისთვის, გულთბილი მიღებისთვის და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ქვეყნებს, ჩვენ ქალაქებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება და კიდევ უფრო საინტერესო იქნება“, – განაცხადა თბილისის მერმა.კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა ნანკინის ისტორიულ მნიშვნელობასა და მის თანამედროვე ურბანულ მიღწევებზე და აღნიშნა, რომ თბილისისთვის მნიშვნელოვანია ამ გამოცდილების გაზიარება.„ნანკინი ზოგადად ერთ-ერთი უძველესი ქალაქია ჩინეთში, წლების წინ დედაქალაქის სტატუსსაც ატარებდა და საკმაოდ საინტერესოა, თუ როგორ ვითარდება აღნიშნული ქალაქი, როგორი განვითარების ტემპი აქვთ, როგორი სიახლეებია, IT ტექნოლოგიები და თუნდაც ინფრასტრუქტურული და ურბანული განვითარების თვალსაზრისით.ცხადია, აქაც არსებობს გამოწვევები, როგორც თბილისში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საუკეთესო პროექტები, რომელიც იქნა განხორციელებული ქალაქ ნანკინში, გავიზიაროთ და თბილისშიც გავაკეთოთ მსგავსი პროექტები და ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს ჩვენთან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.ნანკინის მერთან შეხვედრის გარდა, კახა კალაძემ ვიზიტის მთავარ თემასა და სატრანსპორტო პროექტზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, მეტროს ვაგონების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა ჩინურმა კომპანია CRRC-მ ვაგონების წარმოება უკვე დაიწყო.„ვიზიტის მთავარ თემას რაც შეეხება, საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ტენდერი ვაგონების, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთმა უდიდესმა კომპანიამ, ჩინურმა კომპანიამ CRRC-მ მოიგო. დაწყებულია ვაგონების წარმოება, გარკვეული ნაწილი უკვე დამზადებულია და უახლოეს მომავალში გამოემგზავრება საქართველოსკენ და თბილისის მოსახლეობას ძალიან მალე ექნება საშუალება, იმგზავროს მეტროს ახალი ვაგონებით.მე ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან მიხარია და ვულოცავ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ზოგადად ქალაქის განვითარება სიამოვნებს, უხარია იმ პროექტების განხორციელება, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

კალაძე

პოლიტიკა • 1790767714

ჩინეთში ვიზიტით მყოფი კახა კალაძე ქალაქ ნანკინის მერს შეხვდა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე ქალაქ ნანკინის მერს ლი ჭონგ ძუნის შეხვდა.კახა კალაძემ ნანკინის მერს მადლობა გადაუხადა ჩინეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.მისივე თქმით, სიმბოლურია, რომ  მეტროპოლიტენის გახსნიდან მე-60 საიუბილეო წელს თბილისი მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება.„ვაფასებთ იმ მეგობრულ ურთიერთობებს, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის ისტორიულად არსებობს. დღეს უკვე სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს. მოხარული ვარ, რომ დელეგაციის წევრებთან ერთად ვიმყოფები ნანკინში, რომელიც უძველესი ქალაქია და ამავე დროს, სწრაფად უწყობს ფეხს თანამედროვეობას. სწორედ ნანკინში მდებარეობს უმსხვილესი ჩინური კომპანია CRRC-ი, რომელმაც დაამზადა მეტროს ვაგონები თბილისის მეტროპოლიტენისთვის. 111 ახალი ვაგონის შეძენა თბილისისთვის მართლაც ისტორიული ფაქტია, რადგან ასეთი მასშტაბური განახლება თბილისის მეტროპოლიტენის ისტორიას არ ახსოვს. მადლობას გიხდით გულთბილი დახვედრისთვის და იმედია, თბილისში გიმასპინძლებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.თავის მხრივ, ქალაქ ნანკინის მერმა, კახა კალაძეს ჩინეთში ვიზიტისთვის და პირისპირ შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა.„ჩვენთვის დიდი პატივია, გიმასპინძლოთ ნანკინში. როგორც ვიცი, პირველად ხართ ჩვენს ქალაქში, რომელიც დიდი ისტორიის მქონეა და მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს განვითარების კუთხით. სწორედ ნანკინში მდებარეობს ჩინეთის სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის კორპორაცია, სადაც დამზადდა თბილისისთვის მეტროს მატარებლის ვაგონები. იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება სხვადასხვა მიმართულებით“,- აღნიშნა ლი ჭონგ ძუნიმ.შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთში პაატა კალანდაძე და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის უფროსი გიორგი შარკოვი დაესწრნენ.ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

CRRC ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი

პოლიტიკა • 1790684549

თბილისის მეტროს პროექტი ჩინეთ-საქართველოს ორმხრივად ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია - CRRC ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი

111 ახალი ვაგონი თბილისისათვის. წარდგენის ცერემონია ჩინეთში გაიმართა. ღონისძიებას კახა კალაძე პირადად დაესწრო.თბილისის მეტროს 25 ახალი შემადგენლობა გადაეცა. 14 ოთხ ვაგონიანი და 11 ხუთ-ვაგონიანი მატარებელი. უმსხვილესი ჩინური სარკინიგზო გიგანტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბოლო პროექტი პორტუგალიის მეტროპოლიტენია.კომპანიასთან თბილისის მერიამ თითქმის 150 მილიონ ევროიანი კონტრაქტი გააფორმა.CRRC ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტის, ლი დინგ ნანის განცხადებით, პროექტს დიდი მნიშვნელობა ექნება ჩინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის."თბილისის მეტროს პროექტი სარტყლისა და გზის: მაღალხარისხოვანი განვითარებისთვის განხორციელებული ერთ-ერთი სიმბოლური პროექტია და ჩინეთ-საქართველოს ორმხრივად ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია.ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ის კიდევ უფრო სრულყოფს ქალაქის სატრანსპორტო ქსელს, აამაღლებს საზოგადოებრივი მომსახურების დონეს და მოქალაქეებს გადაადგილებას გაუადვილებს.პროექტს დიდი მნიშვნელობა ექნება ჩინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის, ისტორიული მეგობრობის განმტკიცებისა და აზიისა და ევროპის დაკავშირებისთვის", - განაცხადა ლი დინგ ნანმა.

კახა კალაძე

პოლიტიკა • 1790675040

კახა კალაძე: კვლევა არ სჭირდება იმას, რომ ადამიანებმა განსაზღვრონ, რა ხდება პოლიტიკურ ველზე, რომელ პარტიას აქვს საზოგადოების მხარდაჭერა

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან IRI-ის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის შედეგები მათმა არასახელმწიფოებრივმა ქმედებებმა განსაზღვრა.„კვლევაც არ სჭირდება იმას, რომ ადამიანებმა განსაზღვრონ, რა ხდება პოლიტიკურ ველზე, რომელ პოლიტიკურ პარტიას აქვს საზოგადოების მხარდაჭერა. როდესაც შენს ქვეყანას არ ემსახურები, შენი ქმედებები განპირობებულია გარედან მიღებული დავალებებით, ხალხის მხარდაჭერა არ გექნება. ოპოზიციად წარმოდგენილი ადამიანები, რეალურად, არიან აგენტურის წარმომადგენლები. ცდილობენ, საქართველოში თავიანთი პატრონების ინტერესები გაატარონ. ეს არ გამოუვათ, ქართველი ხალხი ყველაფერს ხედავს და იღებს სწორ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

საზოგადოება • 1790672668

თბილისის მეტროპოლიტენის განახლება 111 ახალი ვაგონით ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში, რადგან ბოლოს ახალი ვაგონები 34 წლის წინ შეემატა თბილისის მეტროს - კახა კალაძე

„თბილისის მეტროპოლიტენის განახლება 111 ახალი ვაგონით მართლაც ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში, რადგან ბოლოს ახალი ვაგონები 34 წლის წინ შეემატა თბილისის მეტროს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჩინეთში, მეტროს ვაგონების მწარმოებელ კომპანიაში (CRRC ) სტუმრობისას განაცხადა, სადაც სპეციალურად თბილისის მეტროპოლიტენისთვის წარმოებული ახალი მატარებლის წარდგენის ცერემონია გაიმართა.როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, საქართველოს დედაქალაქისთვის სპეციალურად შეიქმნა მატარებლის ახალი ვაგონები, რომელიც უნდა გახდეს თბილისის მეტროს განუყოფელი ნაწილი და საქართველო-ჩინეთისმეგობრობის სიმბოლო.გამოითქვა იმედი, რომ ღონისძიების სლოგანი - „თბილისის მეტროს წარმატებული განვითარება“ რეალური პერსპექტივაა.სიტყვით გამოსვლისას თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქისთვის მეტროს მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე მეტროპოლიტენს ახალ სიცოცხლეს აძლევს.„მიხარია, რომ დღეს ვიმყოფებით მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს მეტროს ვაგონების მწარმოებელ კომპანიაში (CRRC ) ჩვენი დედაქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლის გამო და ამ სასიხარულო ფაქტს თქვენთან ერთად აღვნიშნავ. თბილისის მეტროპოლიტენის განახლება 111 ახალი ვაგონით, ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში, რადგან ბოლოს ახალი ვაგონები 34 წლის წინ შეამატა თბილისის მეტროს.თბილისის მეტროპოლიტენს ხანგრძლივი ისტორია აქვს. თავის დროზე მისი შექმნა ქალაქის სატრანსპორტო განვითარებისკენ გადადგმული ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. დღეს უკვე ჩვენ ვაგრძელებთ ამ ისტორიას და ახალ სიცოცხლეს ვაძლევთ მეტროპოლიტენს, რომელმაც უნდა უპასუხოს თანამედროვე თბილისის საჭიროებებს.მეტრო თბილისისთვის მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ არის. ის ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ეს არის ტრანსპორტი, რომლითაც ყოველდღიურად ასი ათასობით ადამიანი გადაადგილდება. ამიტომ, მეტროს განახლება მხოლოდ ტრანსპორტის განახლებას არ ნიშნავს, ეს არის ნაბიჯი კიდევ უფრო კომფორტული, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოს შექმნისკენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, მეტროს ვაგონების განახლების პროექტი ვერ განხორციელდებოდა, რომ არა საქართველოს ხელისუფლებისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) დიდი მხარდაჭერა. ამასთან, როგორც მერმა აღნიშნა, უმნიშვნელოვანესი იყო შპს „ჯი-თი გრუპის“ თანამშრომლობა მეტროს ვაგონების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანიასთან - ჩინეთის სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის კომპანიასთან.მერის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია სრულიად თანამედროვე პირველი 4-ვაგონიანი შემადგენლობა, რომელიც წლის ბოლოს იქნება თბილისში. ასევე, როგორც კახა კალაძემ განაცხადა, თბილისის მეტროპოლიტენს ჯამში შეემატება 25 მატარებელი, მათგან 14 მატარებელი იქნება 4-ვაგონიანი, ხოლო 11 კი 5-ვაგონიანი.„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ რთულ და საპასუხისმგებლო პროცესში. მადლობას ვუხდი ჩვენს მასპინძელ ჩინურ მხარეს საოცარი და გულთბილი დახვედრისთვის და ჩვენი სიხარულის გაზიარებისთვის.ახლა ჩემს უკან დგას თბილისის მეტროსთვის განკუთვნილი ახალი ვაგონი, რომელიც ამავდროულად არის ახალი ნაბიჯი თბილისის მომავლისკენ. გილოცავთ პროექტის წარმატებით განხორციელებას!“, - განაცხადა კახა კალაძემ.თავის მხრივ, CRRC ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა ლი დინგ ნანიმ აღნიშნა, რომ პროექტს დიდი მნიშვნელობა ექნება ჩინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის, ისტორიული მეგობრობის განმტკიცებისა და აზიისა და ევროპის დაკავშირებისთვის."თბილისის მეტროს პროექტი CRRC-ის მიერ „სარტყლისა და გზის“ მაღალხარისხოვანი განვითარებისთვის განხორციელებული ერთ-ერთი სიმბოლური პროექტია და ჩინეთ-საქართველოს ორმხრივად ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგი. ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ის კიდევ უფრო სრულყოფს ქალაქის სატრანსპორტო ქსელს, აამაღლებს საზოგადოებრივი მომსახურების დონეს და მოქალაქეებს გადაადგილებას გაუადვილებს. პროექტს დიდი მნიშვნელობა ექნება ჩინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის, ისტორიული მეგობრობის განმტკიცებისა და აზიისა და ევროპის დაკავშირებისთვის.დღეს პირველი მატარებლის საზეიმო წარდგენა პროექტის მნიშვნელოვანი ეტაპია, უფრო მეტიც - ორივე მხარისთვის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალი ბაზრის ერთობლივად ათვისების ახალი დასაწყისი. მომავალში ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად გავაფართოებთ თანამშრომლობის სფეროებს“, - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას CRRC ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა.ღონისძიებას საქართველოს ელჩი ჩინეთში პაატა კალანდაძე, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ დირექტორი გიორგი შარკოვი, GT გრუპის ერთ-ერთი დამფუძნებელი გია გველესიანი, CRRC ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი ლი დინგ ნანი, CRRC ფუჭენის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იანგ ცი და CRRC ფუჭენის გენერალურ დირექტორი სუ ხაი ტა ესწრებოდნენ.

დედაქალაქის მერი

პოლიტიკა • 1790605140

კახა კალაძე: ბოლო წლების განმავლობაში მეტროს ვაგონების განახლება არ მომხდარა - პირველი, ვინც ეს შეძლო და გააკეთა, არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“

ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.როგორც მერმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში, დედაქალაქისთვის მეტროს ახალი ვაგონების დამზადების პროცესს პირადად გაეცნობა და ქალაქ ნანკინის მერთან შეხვედრას გამართავს."ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ვეწვიოთ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიას, სადაც ჩვენი დედაქალაქისთვის მზადდება მეტროს ვაგონები. ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულოა და ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ვაგონების განახლება, ახალი ვაგონების შეძენა არ მომხდარა. პირველი, ვინც ეს შეძლო და გააკეთა, არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ძალიან მიხარია, 111 ვაგონის წარმოება არის დაწყებული. ხვალ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ დავათვალიეროთ ის კონკრეტული დამზადებული ვაგონები, რომელიც ძალიან მალე გამოიგზავნება დედაქალაქში და მოემსახურება თბილისის მოსახლეობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.თბილისის მერმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა."ჩინეთთან ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა. ბოლო წლების განმავლობაში ეს ურთიერთობები ღრმავდება და რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ, კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ აღნიშნული ურთიერთობები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

პოლიტიკა • 1790604960

კახა კალაძე სააკაშვილის განცხადებებზე: როდესაც არ ეკუთვნი საქართველოს და ქართველ ხალხს, რა თქმა უნდა, გექნება იმ ტიპის დამოკიდებულება, რასაც მისი განცხადებებიდან ვისმენთ

სააკაშვილი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორი დასასრული აქვთ ქვეყნის მოღალატეებს, - ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილის მიერ დღეს სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადებები.მისი თქმით, საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა, თუ ვინმე დაარღვევს კანონს, ამას ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება.„სააკაშვილის ბაქიბუქი ბევრჯერ მოგვისმენია, არა მხოლოდ მისი, ასევე იმ ადამიანების, რომლებიც შემჩნეულნი არიან მოღალატეობრივ ქმედებებში და ქვეყნის წინააღმდეგ დგამდნენ კონკრეტულ ნაბიჯებს. ამ ტიპის პოლიტიკოსებმა და ადამიანებმა როგორ დაასრულეს, სააკაშვილი ამის კარგი მაგალითია, შეიძლება სხვა სახელები და გვარებიც ჩამოვთვალოთ.ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია და ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა გამოთქვას მოსაზრება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ თუკი ვინმე დაარღვევს კანონს, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება ძალიან მკაცრი რეაგირება და ამის უამრავი მაგალითი გვაქვს“, - განცხადა კახა კალაძემ.რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ 2008 წელს რუსეთი არა ნიქოზის, თამარაშენის, ან კოდორის სამი პატარა სოფლის დასაპყრობად შემოვიდა, არამედ ქვეყნის დასანგრევად და მის მოსაკლავად, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი არ ეკუთვნის ქართველ ხალხსა და საქართველოს და სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.„როდესაც არ ეკუთვნი საქართველოს, არ ეკუთვნი ქართველ ხალხს, რა თქმა უნდა, გექნება იმ ტიპის დამოკიდებულება, რასაც ვისმენთ მისი განცხადებებიდან, გექნება ის დამოკიდებულება, რაც სოხუმთან დაკავშირებით ერთ-ერთი გამოსვლის დროს გამოხატა ამ ადამიანმა. ისინი არ ეკუთვნიან ჩვენს სამშობლოს, სხვა ქვეყნის ინტერესებს იცავენ, ჰყავთ თავიანთი პატრონები და მოქმედებენ შესაბამისი დავალებებით. ის ქმედებები და გადადგმული ნაბიჯები, რაც იყო 2008 წლის 8 აგვისტოს, არის მოღალატეობრივი ქმედებები, სხვანაირად ვერანაირად ვერ შეაფასებ იმას, რაც, სამწუხაროდ, მოხდა“, - განაცხადა კალაძემ.

 კახა კალაძე

პოლიტიკა • 1790575162

თბილისის მერი სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია

 თბილისის მერი კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა ქალაქ ნანკინის მერთან ლი ჭონგ ძუნისთან.თბილისის მერი, დელეგაციის წევრებთან ერთად, ეწვევა მსოფლიოში მეტროს ვაგონების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია CRRC-ს, სადაც შეხვედრას გამართავს კომპანიის დირექტორ სუნ იონგცაისთან და თბილისისთვის განკუთვნილ მეტროს ვაგონებს დაათვალიერებს.თბილისის მერთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაშია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი გიორგი შარკოვი.

თამაზაშვილი

პოლიტიკა • 1790511356

სულხან თამაზაშვილმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახი კალაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1790507400

შალვა პაპუაშვილმა, სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო.„სოხუმის დაცემის დღეს, ვიხსენებთ ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, რომლებიც აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპნენ. ვიხსენებთ მშვიდობიან მოსახლეობას, რომელიც აფხაზეთის ომს შეეწირა. ვიხსენებთ იმ სისასტიკეს, რომელიც მაშინ ქართველმა ხალხმა და ჩვენმა ქვეყანამ განიცადა.ამავე დროს, ამ დღეს, ჩვენ ვიხსენებთ იმ ომებისა და დაპირისპირებების სპირალს, რომელშიც საქართველო 90-იან წლებში შევიდა და რომელმაც წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების განვითარება შეაფერხა. და რა თქმა უნდა, ამ გადმოსახედიდან, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობის მნიშვნელობა გავიაზროთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, 90-იან და 2000-იან წლებში არსებულმა დაპირისპირებებმა და გადატანილმა ომებმა ჩვენი ქვეყანა ათეულობით წლებით უკან დახია თავისი განვითარების გზაზე.„ამიტომ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხალხი და ხელისუფლება ბოლო 14 წელია უწყვეტ მშვიდობას ინარჩუნებს. საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ოთხი ხელისუფლებიდან, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაა ის ხელისუფლება, რომელმაც საქართველოში უწყვეტი მშვიდობის შენარჩუნება შეძლო.ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე, არ არის ბუნებრივი მოცემულობა. საკმარისია გავიხედოთ ჩვენს გარშემო, რა ხდება და მივხვდებით - ხელისუფლების სწორი პოლიტიკისა და ქართული საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა მშვიდობის შენარჩუნება. სამწუხაროდ, ჩვენმა უახლესმა ისტორიამ გვაჩვენა, რომ ჩვენთვის უფრო ბუნებრივი მდგომარეობა იყო კონფლიქტები და ომები და ჩვენ ამ კალაპოტიდან - საქართველოს განადგურების კალაპოტიდან, ჩვენი ქვეყანა მშვიდობის კალაპოტზე გადავიყვანეთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.გმირთა მემორიალთან ასევე იმყოფებოდნენ: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ბრძოლა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.

ახვლედიანი

პოლიტიკა • 1790504256

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახი კალაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.მოგვიანებით, სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძესთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას საფლავზე იმყოფებოდა, მემორიალი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო. მინისტრმა ჟიული შარტავას ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა.„დღეს, პატივს მივაგებთ აფხაზეთში დაღუპულთა ხსოვნას და ქედს ვიხრით საქართველოს ერთიანობისთვის თავგანწირული გმირების წინაშე. 33 წლის შემდეგაც, უმძიმესი მოსაგონარია 27 სექტემბერი, როდესაც სოხუმი იცლებოდა ქართველებისგან და ათასობით ჩვენი მოქალაქე განიცდიდა დაღუპულთა გლოვის, თუ მშობლიური მიწა-წყლის იძულებით დატოვების მოუშუშებელ ტკივილს. ის ტრაგიკული დღეები ატარებს აფხაზთა და ქართველთა ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობის ღირსეული მაგალითების მეხსიერებასაც, რაც მჯერა, აუცილებლად დაგვაძლევინებს საერთო ტკივილს და განაპირობებს ურთიერთპატივისცემით განმტკიცებული კავშირების აღდგენას და შერიგებას, ჩვენი დროებით დაშორებული ხალხის და ქვეყნის საკეთილდღეოდ!“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

✕