„სხვა გზა არ მაქვს, ნატა... ძალიან არ მინდოდა...“ - თამუნა მუსერიძე
1794339158
როგორც საზოგადოებას დავპირდით ნოემბრის ბოლოს სამუშაოები იქნება დასრულებული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live" „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა და დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაობზე საუბრისას.
თბილისი მერის თქმით, მასშტაბური პროექტის ფარგლებში პირველი რაც გაკეთდა ეს უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა იყო.
„ათეულობით წლებია, არაფერი გაკეთებულა ამ თვალსაზრისით, საჭირო იყო ამ ყველაფრის განახლება.
მინდა კიდევ ერთხელ საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო იმ დისკომფორტისთვის, რომელიც ამ სამუშაოების გამო შეიქმნა დედაქალაქში გადაადგილების თვალსაზრისით. ასევე ირგვლივ მცხოვრებ ადამიანებს უწევთ ხმაურში ყოფნა, გადაადგილების თვალსაზრისით იქაც არის პრობლემები, თუმცა როცა ამ ტიპის სამუშაოებს აწარმოებ და ძალიან მოკლე დროში გინდა დაამთავრო, სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა ამ მასშტაბის სამუშაოების წარმოება.
სირთულეები იყო, როდესაც დავიწყეთ სამუშაობი, ერთ-ერთ მონაკვეთზე არქეოლოგიური არტები იქნა აღმოჩენილი. ამას, რა თქმა უნდა, კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მოქმედებები სჭირდებოდა, რაც აბსოლუტურად დავიცავით. ამან, რა თქმა უნდა, გარკვეული შეფერხება გამოიწვია.
ბევრი ადამიანია, ვინც ბევრ ტყუილს ავრცელებდა აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით. კონკრეტული ტელევიზიები გამოდიოდნენ, მცდელობა ჰქონდათ საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ, რომ თითქოს ოქტომბრის ბოლომდე უნდა დაგვემთავრებინა და მერე ნოემბრის ბოლომდე გადავწიეთ.
მთლიანად პროექტი იქნება დასრულებული[ნოემბრის ბოლოს], სამანქანო გზა, მიწისქვეშა გადასასვლელები, შუქნიშნები იქნება დამონტაჟებული, ტროტუარები იქნება მოწყობილი", - განაცხადა კახა კალაძემ.