„უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა, რომელმაც ყველას გული გაგვიგლიჯა...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭებს გლოვობენ

დათი გელაშვილი

უმძიმეს ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭებს სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან. 

„მთელი ბორჯომი გლოვობს... უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა, რომელმაც ყველას გული გაგვიგლიჯა.  
ხაშური-ოსიაურის გზაზე მომხდარ საშინელ ავარიას ჩვენი ორი ბორჯომელი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი წყალმზიდ სატვირთოს შეეჯახა. მანქანაში ოთხივე ჩვენიანი იყო... ორი ანგელოზივით ბიჭი დავკარგეთ, მათ შორის ერთ-ერთი დათი გელაშვილია.

კიდევ ორი ახალგაზრდა კლინიკაში ებრძვის სიცოცხლეს. ერთ-ერთი 19 წლის მგზავრის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, მძღოლი კი შედარებით მსუბუქი დაზიანებებით…“, - წერს ლია წიქარიშვილი სოციალურ ქსელში.

✕