„როგორც იუწყებიან, უსმანი იმ მშიშრებთან ერთად დააკავეს, რომლებიც მასთან ერთად იმყოფებოდნენ“ - ილია თოფურია

 ილია თოფურია

UFC-ის მებრძოლი ილია თოფურია სოციალურ ქსელში მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას ეხმაურება:

„როგორც იუწყებიან, უსმანი იმ მშიშრებთან ერთად დააკავეს, რომლებიც მასთან ერთად იმყოფებოდნენ.
და ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც თავმდაბლობასა და პატივისცემაზე ქადაგებას ბედავენ? რა სირცხვილია. მშიშრების გუნდი. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ საშუალო დონის ინდივიდები იყავით, ახლა კი ბოლო ეჭვიც გაფანტეთ.

ღირსება, პატივისცემა და თავმდაბლობა ის სიტყვები არ არის, რომლებსაც ქადაგებ. ეს ის ღირებულებებია, რომლებითაც ცხოვრობ. თქვენ კი არცერთი მათგანი არ გაგაჩნიათ!“, - წერს ილია თოფურია.

დღეს აბუ-დაბიში უსმან ნურმაგომედოვი რამდენიმე მეგობართან ერთად მერაბ დვალიშვილსა და ქართველ მოჭიდავეს, საბა ლაზიშვილს თავს ზურგიდან მიპარვით დაესხა.

✕