„უსმანი და მისი მეგობრები ზურგიდან მოგვეპარნენ და ცემა დაგვიწყეს“ - მერაბ დვალიშვილს თავს დაესხნენ

ნაცემი დვალიშვილი

UFC-ის მებრძოლს მერაბ დვალიშვილს აბუ-დაბიში უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები თავს დაესხნენ.  სასტუმროს ფოიეში მომხდარი ინციდენტის შესახებ დვალიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს ავრცელებს.

დვალიშვილის განცხადებით, ის ინტერვიუს იწერდა, როდესაც უსმანი და მისი მეგობრები მას და მის მეგობარს ზურგიდან თავს დაესხნენ.

„სასტუმროს ფოიეში RAF-ისთვის ინტერვიუს ვწერდი, როდესაც უსმანი და მისი მეგობრები ზურგიდან მოგვიახლოვდნენ და მე და ჩემს ახალგაზრდა მეგობარს მუშტებით დაგვიწყეს ცემა. დაცვის თანამშრომლებს მე ვყავდი გაკავებული. ისინი კი მაშინაც განაგრძობდნენ ჩვენს წიხლებით ცემას, როდესაც უკვე ძირს ვიყავით დაგდებული. ნამდვილი ლაჩრებივით იქცეოდნენ“, - წერს მერაბ დვალიშვილი Instagram-ზე.

✕