საქართველოს პრეზიდენტი: ბულგარეთში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ

მიხეილ ყაველაშვილი

„გლოვის ამ დღეს, ქართველი ხალხის სახელით, სოლიდარობას ვუცხადებ ბულგარელ ხალხს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი X-ზე წერს.

პრეზიდენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.

„ბულგარეთში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - წერს პრეზიდენტი.

✕