ნინი ბადურაშვილი მიმართვას ავრცელებს

ნინი ბადურაშვილი

„40 წლის ასაკში ნინი ბადურაშვილმა გათხოვება გადაწყვიტა. ვინაა მისი რჩეული?“ - ინტერნეტპლათფორმები ამ სათაურით ავრცელებენ ჭორებს. დეზინფორმაციას მომღერალი საკუთარ ფეისბუკგვერდზე ეხმიანება და წერს:

„მერამდენედ შეიძლება ამ სიცრუის გავრცელება?! ვინ მოგცათ ამის უფლება? დამირეკეთ? დამიდასტურებია ოდესმე თქვენთვის რამე მსგავსი?

ლაიქებისა და გამომწერების დასაგროვებლად ნუ თავხედობთ! წესით, თქვენ უნდა ისჯებოდეთ სიცრუის გავრცელებისთვის!

არ გავთხოვილვარ და მაცადეთ ცხოვრება!!! ნუ შემჭამეთ, თორემ ბოლოს ნამდვილად არ დამეზარება და გიჩივლებთ! ამოხვედით ყელში უკვე!“ - წერს ნინი.

✕