1794461315
„მერაბ, შენ გვერდით ვართ! საბა ლაზიშვილი - მაგარი კაცი ხარ!“ - კახა კალაძე აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება
კახა კალაძე აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
„მერაბის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში ჯდება - არც სპორტულ ღირსებაში, არც კაცობაში და არც ადამიანობაში. ეს არის სრულიად მიუღებელი და სამარცხვინო საქციელი!
მერაბ, შენ გვერდით ვართ! საბა ლაზიშვილი - მაგარი კაცი ხარ!“, - წერს დედაქალაქის მერი.
ცნობისთვის, აბუ-დაბიში ინტერვიუს ჩაწერის დროს, მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს თავს დაესხნენ უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები (გუნდის წევრები).
თავდასხმა არასპორტული და რიცხობრივი უპირატესობით (რამდენიმე ადამიანი ორის წინააღმდეგ) წარიმართა, თუმცა ქართველმა მებრძოლებმა თავის დაცვა და ღირსეული პასუხის გაცემა შეძლეს.
მომხდარის შემდეგ თავდამსხმელები ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა.









