VIDEO: შეხვედრა 50 წლის შემდეგ - დათო ლიკლიკაძე დედის ემოციურ კადრებს აქვეყნებს

ქალები

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ შეხვდა დედამისი 50 წლის შემდეგ კლასელებს.

„დედაჩემმა სკოლა 50 წლის წინ დაამთავრა. სულ გვიყვებოდა მის ორ თანაკლასელ გოგონაზე, სულ ერთად ვიყავით და როგორ დავკარგე ისინიო. იგივეს განიცდიდნენ თურმე ის ქალბატონებიც. დღეს ერთერთის შვილმა ჩამოაკითხა დედაჩემს ქუთაისში და თერჯოლის ულამაზეს სოფელ ნახშირღელეში წაიყვანა და 50 წლის უნახავი თანაკლასელები ერთმანეთს შეახვედრა“,- წერს დათო ლიკლიკაძე.