რა უძღოდა წინ ხელვაჩაურში ავარიას, რომელსაც 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა
1790623862
ტანსაცმლისთვის ნესტის სუნის მოსაშორებლად ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა ტანსაცმლის კარგად განიავებაა. ნივთი რამდენიმე საათით სუფთა ჰაერზე დაკიდეთ. ზოგ შემთხვევაში ეს საკმარისია მსუბუქი სუნის სრულად მოსაშორებლად.
თუ გარეცხვა შესაძლებელია, ტანსაცმელი ეტიკეტზე მითითებული წესების მიხედვით გარეცხეთ. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ მატყლისა და სხვა დელიკატური ქსოვილების შემთხვევაში - მათთვის ცხელი წყლის გამოყენებამ შესაძლოა ქსოვილი დააზიანოს ან დააპატარაოს.
უსიამოვნო სუნთან ბრძოლაში შეიძლება დაგვეხმაროს სოდაც. მცირე რაოდენობით სოდა შეგიძლიათ ტანსაცმლის მახლობლად მოათავსოთ და რამდენიმე საათით დატოვოთ - ის სუნის ნაწილს შთანთქავს. ასევე მნიშვნელოვანია კარადის პერიოდულად განიავება.
თუ სუნი ტანსაცმელზე ხშირად ჩნდება, ყურადღება მიაქციეთ შენახვის პირობებს. კარადაში ნესტი არ უნდა იყოს, ხოლო ტანსაცმელი აუცილებლად სრულიად მშრალი უნდა შეინახოთ.