რა უძღოდა წინ ხელვაჩაურში ავარიას, რომელსაც 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა

foto

ვრცელდება მძიმე კადრები ხელვაჩაურიდან, სადაც მიკროავტობუსი, გადასასვლელზე ოთხ მოქალაქეს შეეჯახა.

ავარიის დროს, დაიღუპა 5 წლამდე ბავშვი, შემთხვევის შედეგად კი სამი ადამიანი დაშავდა.

კადრებში ჩანს, რომ ქალს, გზაზე გადასვლის დროს ბავშვი ხელში ჰყავდა აყვანილი, შეჯახების დროს კი ბავშვი ხელიდან უვარდება.

„პრაიმტაიმს“ შსს-ში უთხრეს, რომ მძღოლი დაკავებულია.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.    

 

 

✕